logo_geo
eng_logo
გედევან ფოფხაძე: სუსტი და შერყეული უკრაინის ხელისუფლება აწყობს რუსეთს - კითხვები არ არსებობს!
- +

6 დეკემბერი. 2017. 10:15



საპარლამენტო უმრავლესობის წევრმა გედევან ფოფხაძემ „პალიტრანიუსის" გადაცემაში „360 გრადუსი" უკრაინაში განვითარებული მოვლენები შეაფასა. როგორც ფოფხაძემ განმარტა, არც სამართლებრივად და არც პოლიტიკურად, უკრაინაში განვითარებულ მოვლენებს საქართველოსთან შემხებლობა არ აქვს.


„უკრაინაში ჩვენ ვხედავთ სააკაშვილის ხელწერას, მისი პოლიტიკური მეთოდების მთელ ბუკეტს, მას რაიმე სიახლე არ შემოუთავაზებია და პოლიტიკური ავანტიურიზმის სტანდარტში მოქმედებს.

ამ კონკრეტულ მოვლენებთან მიმართებაში „ქართული ოცნების" ხელისუფლება არ გრძნობს არანაირ პასუხისმგებლობას და არც უნდა გრძნობდეს, რადგან სამართლებრივ ნაწილში ამ მოვლენებს არანაირი კავშირი არ ჰქონდა ექსტრადირების მოთხოვნასთან. სააკაშვილს ბრალი წაუყენეს უკრაინაში ჩადენილი კონკრეტული ქმედებისთვის, როგორც უკრაინის მოქალაქეს. სააკაშვილს საქართველოში აქვს გამამტყუნებელი განაჩენი დაუსწრებლად, სხვა კონკრეტულ ქმედებებზე.

 

რუსეთს უნდა ჩამოირღვეს აღმოსავლეთ უკრაინაში ყველანაირი სახელმწიფო ინსტიტუტი, რათა შეძლოს, ოკუპაციის რეჟიმში მოაქციოს აღმოსავლეთ უკრაინა. რუსეთს აწყობს, დასავლეთის საზღვრიდან უკრაინაში ადამიანები შედიოდნენ კანონის დარღვევით და დემარშებით", - განაცხადა გედევან ფოფოხაძემ.










 

Livestream
right_banner right_banner
არქივი
right_banner