logo_geo
eng_logo
არჩილ თალაკვაძის ინფორმაციით, გიორგი კვირიკაშვილი პარლამენტის მომდევნო სხდომას დაესწრება
- +

7 დეკემბერი. 2017. 01:32



საპარლამენტო უმრავლესობის ლიდერის, არჩილ თალაკვაძის ინფორმაციით, საქართველოს პრემიერ-მინისტრი გიორგი კვირიკაშვილი პარლამენტის მომდევნო სხდომას დაესწრება. ამის შესახებ მან „პალიტრანიუსის" გადაცემა "360 გრადუსის" ეთერში განაცხადა.


„პრემიერ-მინისტრი შემდეგ სხდომაზე იქნება. დაესწრება საპარლამენტო სესიას გუნდთან ერთად. ჩვენ გვექნება შესაძლებლობა, დავსვათ შეკითხვები, მოვისმინოთ პასუხები ნებისმიერ რეფორმასთან დაკავშირებულ თემაზე. დღეს ასევე დაისვა შეკითხვა, თუ სად არის პრემიერი. პრემიერ-მინისტრი არის იქ, სადაც მისი ამოცანების გადაწყვეტა მოითხოვს პრემიერის ყოფნას", - განაცხადა არჩილ თალაკვაძემ.


პარლამენტი რიგგარეშე სხდომების ფორმატში მთავრობის ოპტიმიზაციის საკითხს განიხილავს.








 

Livestream
right_banner right_banner
არქივი
right_banner