logo_geo
eng_logo
შალვა ოგბაიძე: ონკოლოგიური დაავადებისა და სისხლის გათეთრების მკურნალობას ასე სჯობია!
- +

18 დეკემბერი. 2017. 00:34


 

„როდესაც ადამიანი კატალიზატორს შლის და 100 ლარად აბარებს ელიავას ბაზრობაზე, ჩემთვის ეს ცოტა ძნელი გასაგებია", - ამის შესახებ „ქართული ოცნებიდან" თბილისის საკრებულოს დეპუტატმა შალვა ოგბაიძემ ჟურნალ „გზასთან" განაცხადა.


„ახალი რეგულაციით შემოთავაზებულია გამონაბოლქვის გარდამავალი ნორმა: გამართული ავტომობილი იოლად დასძლევს ისეთ ბარიერს, როგორიც 0,6 - 0,7 %-ია. ამიტომ, იმ ავტომობილებისათვის, რომელსაც კატალიზატორი აღარ აქვთ, გათვალისწინებულია უფრო მაღალი ზღვარი - 0,8%. მოწესრიგებული ავტომობილი, თუნდაც მას კატალიზატორი არ ჰქონდეს, ამ ნორმას იოლად დააკმაყოფილებს. თანაც, მომავალში ყველას ეცოდინება, რომ ავტომობილს, რომ შეიძენს, კატალიზატორი აღარ უნდა ამოაჭრას, რადგან ამ პატარა ნაწილზეა ადამიანის ჯანმრთელობა და სიცოცხლე დამოკიდებული. მერწმუნეთ, ონკოლოგიური დაავადებისა და სისხლის გათეთრების მკურნალობას ასე სჯობია. ისე კი, თითოეულმა მძღოლმა უნდა იცოდეს: თუ მისი ავტომობილის გამონაბოლქვის დონე ნორმაშია, მაშინ არანაირი პრობლემა არ შეექმნება",- განაცხადა ოგბაიძემ.


 

წყარო : wyaro
right_banner
არქივი
right_banner