logo_geo
eng_logo
გიორგი გახარია: ჩვენ იძულებით მოგვიწია ამ ღონისძიების ჩატარება...
- +

24 დეკემბერი. 2017. 22:54



შინაგან საქმეთა მინისტრის გიორგი გახარიას განცხადებით, უწყების ძირითადი ფუნქცია ქვეყანაში  მართლწესრიგის დაცვა, მოქალაქეების უსაფრთხოების უზრუნველყოფა და კრიმინალთან ბრძოლაა. ამის შესახებ მან „იმედის კვირის" პირდაპირ ეთერში თქვა.


„ის რეფორმები და გეგმები, რომლებიც ჩვენ გვაქვს, მათი განხორციელება შეუძლებელია საზოგადოების მხარდაჭერის გარეშე. შეუძლებელია ჩვენ შევქმნათ საზოგადოებაზე ორიენტირებული საპოლიციო სისტემა თუ სამართალდამცველსა და მოქალაქეს შორის ნდობა არ იქნება", - განაცხადა გიორგი გახარიამ.


რეიდებთან დაკავშირებით, გახარიამ ამბობს, რომ ოპერატიული ინფორმაცია არსებობდა, და დასძენს, რომ სპეციალური საპოლიციო ღონისძიება პრევენციის ერთ-ერთი ინსტრუმენტია:


„ყველას კარგად გვესმის, რომ ეს არ არის საუკეთესო ინსტრუმენტი და გვესმის, რომ მსგავსი ღონისძიებები რაც უფრო იშვიათად ჩატარდება ჩვენს ქვეყანასა და ქალაქებში, მით უკეთესია. თუმცა ჩვენ იძულებით მოგვიწია ამ ღონისძიების ჩატარებამ, რადგან გვქონდა ოპერატიული ინფორმაციაც და სტატისტიკური მონაცემები ერთმნიშვნელოვნად მიგვანიშნებდა, რომ საახალწლოდ გაიზრდება სამართალდარღვევების შემთხვევები. ეს ღონისძიება უნდა ჩატარებულიყო და შედეგებმაც დაადასტურა ამის აუცილებლობა", - განაცხადა გიორგი გახარიამ.


შინაგან საქმეთა სამინისტრომ დღეს საპოლიციო რეიდები დაასრულა და შედეგები გამოაქვეყნა.












 

right_banner
right_banner right_banner
არქივი
right_banner