logo_geo
eng_logo
გიორგი გახარია: კრიმინალური მენტალიტეტი ორგანიზებული დანაშაულის წყაროა და მისი გადალახვა შსს-ს საკვანძო ფუნქციაა
- +

24 დეკემბერი. 2017. 23:57


 

„კრიმინალური მენტალიტეტი ჩვენთვის პრობლემა არის იმდენად, რამდენადაც ეს ორგანიზებული დანაშაულის წყაროა", - ამის შესახებ შინაგან საქმეთა მინისტრმა, გიორგი გახარიამ ტელეკომპანია „იმედის" ეთერში განაცხადა.


„ე.წ. ქურდული მენტალიტეტის წინააღმდეგ ბრძოლის შესახებ, პირველ რიგში, ვთქვათ, რატომ დადგა ეს საკითხი: ჩვენ ვთქვით, რომ კრიმინალური მენტალიტეტის სუბკულტურის შემორჩენილი კომპონენტები არის პრობლემა. პრობლემა არის იმიტომ, რომ ეს გახლავთ ორგანიზებული დანაშაულის წყარო და სამწუხაროდ, მსგავსი წყარო ჯერ კიდევ არის შემორჩენილი. კიდევ ერთხელ ვიმეორებ, რომ აქაც ძალზე მნიშვნელოვანი კომპონენტი გახლავთ საზოგადოებასა და სამართალდამცველს შორის ნდობისა და შემდგომი თანამშრომლობის აღდგენა. აქ, ერთმნიშვნელოვნად, ყველა მხრიდან უნდა იყოს გააზრებული, რომ საზოგადოების უსაფრთხოება არის ჩვენი პირადი და ყველა მოქალაქის ინტერესი, შესაბამისად, აქ გაუცხოებას ადგილი არ უნდა ჰქონდეს. რა თქმა უნდა, ჩვენ, როგორც შინაგან საქმეთა სამინისტრო, როგორც საპოლიციო სისტემა, უნდა ვიყოთ მაქსიმალურად გახსნილი. იქ, სადაც ჩვენი თანამშრომლის ან ჩვენი სისტემის რომელიმე წარმომადგენლის გადაცდომას ექნება ადგილი, ღიად უნდა შევხედოთ და ღიად მოვახდინოთ ამაზე რეაგირება, თუმცა საზოგადოების, მოქალაქეების მხრიდან უნდა მოვითხოვოთ ამ ერთობლივ საქმეში შესაბამისი მონაწილეობა. კრიმინალური მენტალიტეტი ჩვენთვის პრობლემა არის იმდენად, რამდენადაც ეს ერთმნიშვნელოვნად ორგანიზებული დანაშაულის წყაროა. ეს არის პრობლემა და მისი გადალახვა გახლავთ შინაგან საქმეთა სამინისტროს საკვანძო ფუნქცია", - აღნიშნა გიორგი გახარიამ.










 

right_banner
right_banner right_banner
არქივი
right_banner