logo_geo
eng_logo
ანაკლიის პორტის სამშენებლო და საოპერაციო სამუშაოებზე დაახლოებით 2 300 ადამიანი დასაქმდება
- +

26 დეკემბერი. 2017. 10:00


 

„ანაკლიის პორტის სამშენებლო და საოპერაციო სამუშაოებზე პირდაპირ და არაპირდაპირ დაახლოებით 2 300 ადამიანი დასაქმდება", - ამის შესახებ ეკონომიკის სამინისტროს ტრანსპორტისა და ლოგისტიკის განვითარების პოლიტიკის დეპარტამენტის უფროსის მოადგილემ, დავით ჯავახაძემ გადაცემაში „აქტუალური თემა მაკა ცინცაძესთან ერთად" სტუმრობისას განაცხადა.


„ანაკლიის ღრმაწყლოვანი ნავსადგურის პროექტს ჩვენი ქვეყნისთვის ისტორიული მნიშვნელობა აქვს. ეს იქნება იმის გარანტი, რომ ქვეყანაში, მხოლოდ პირველ ფაზაზე დაახლოებით 600 მილიონის პირდაპირი უცხოური ინვესტიცია შემოვა; პროექტი ცხრა ფაზად არის დაყოფილი და ჯამში, პორტის გამტარუნარიანობამ 100 მილიონ დოლარს უნდა მიაღწიოს. 600 მილიონი პირველ ფაზაზეა გათვალისწინებული, ვინაიდან ეს არის ე.წ გრინფილდი და პირველი ფაზა ყველაზე ძვირადღირებულია; ანაკლიის პორტი აჩენს შესანიშნავ შესაძლებლობებს, საქართველო რეგიონის სატრანზიტო და ლოჯისტიკური ჰაბი გახდეს", - განაცხადა ჯავახაძემ.


გადაცემის წამყვანის შეკითხვაზე, იყო თუ არა პორტის კონფლიქტის ზონასთან სიახლოვე ინვესტორებისთვის შემაფერხებელი ფაქტორი და რა რისკები თუ დაზღვევის მექანიზმები არსებობს, დავით ჯავახაძემ განაცხადა, რომ პორტის კონფლიქტის ზონასთან სიახლოვე არა რისკებთან, არამედ მეტ შესაძლებლობებთან არის დაკავშირებული.


„ოკუპირებულ ტერიტორიაზე მცხოვრებ ადამიანებს დასაქმების შესაძლებლობა ექნებათ, რაც საქართველოსთან მათი რეინტეგრაციისთვის მნიშვნელოვანია. რაც შეეხება ინვესტორებს, ტენდერში ქართულ-ამერიკულმა კონსორციუმმა გაიმარჯვა და დღეის მდგომარეობით, ჩვენ გვყავს ინტერნაციონალური კონსორციუმი, რაც იმაზე მეტყველებს, რომ ინვესტორები პროცესს ოპტიმისტურად უყურებენ და მნიშვნელოვან რისკს ვერ ხედავენ", - განაცხადა დავით ჯავახაძემ.











 

right_banner
right_banner right_banner
არქივი
right_banner