logo_geo
eng_logo
უნივერსიტეტებში არაგეგმიური შემოწმება იწყება
- +

26 დეკემბერი. 2017. 13:56



„უნივერსიტეტებს, რომლებიც ავტორიზაციის პირობებს ვერ აკმაყოფილებენ, სტუდენტების მიღება აეკრძალებათ", - ამის შესახებ საქართველოს განათლების და მეცნიერების მინისტრმა მიხეილ ჩხენკელმა ტელეკომპანია „მაესტროს" ეთერში განაცხადა.


მინისტრის ინფორმაციით, უნივერსიტეტების არაგეგმიური შემოწმება იწყება.

 

„ჩვენი სამინისტროს მთავარი საზრუნავი იქნება უმაღლესი სასწავლებლების ხარისხი. აქედან გამომდინარე, დაიწყება არაგეგმიური შემოწმება უნივერსიტეტების ხარისხთან მიმართებაში, ავტორიზაციის კუთხით. იმ უნივერსიტეტებს, რომლებიც ვერ აკმაყოფილებენ ავტორიზაციის პირობებს, შეუწყდებათ სტუდენტების მიღება.

 

საქმე იმაში გახლავთ, რომ სახელმწიფომ სიმართლე უნდა უთხრას ყველა ოჯახს, მშობლებს, აბიტურიენტებს", - განაცხადა ჩხენკელმა.

 

მინისტრმა განმარტა, რომ უნივერსიტეტებს, რომლებიც სტანდარტს ვერ აკმაყოფილებენ, მიეცემათ საშუალება გამოასწორონ სიტუაცია, თუმცა, მისივე თქმით, იმ უნივერსიტეტებს, რომლებიც გამოსწორებას ვერ შეძლებენ, სტუდენტების მიღება აეკრძალებათ.









 

right_banner
right_banner right_banner
არქივი
right_banner