logo_geo
eng_logo
ბექა ნაცვლიშვილი: გამიჩნდა განცდა, თითქოს ნარკოპოლიტიკის კანონპროექტზე მხარდაჭერა პოპულარული გახდა
- +

28 დეკემბერი. 2017. 00:09


 

„გარკვეული თვალსაზრისით, გამიჩნდა განცდა, რომ თითქოს, ნარკოპოლიტიკის კანონპროექტზე მხარდაჭერა პოპულარული გახდა. ანუ, თუ მხარს უჭერ, ვითომ პროგრესული ხარ", - ამის შესახებ საპარლამენტო უმრავლესობის წევრმა, ბექა ნაცვლიშვილმა გადაცემაში „აქტუალური თემა მაკა ცინცაძესთან ერთად" განაცხადა.


„ნარკოპოლიტიკასთან დაკავშირებით ჩემი პოზიცია ასეთია - სანამ ძირეულად არ გავიგებ და გავათვითცნობიერებ რისკებს, რომლებიც შესაძლოა, ამ კანონპროექტის მიღებას თან სდევდეს, მანამდე, ჩემს პოზიციას საჯაროდ ვერ განვაცხადებ. თუ ვისაუბრებთ იმაზე, რომ ადამიანები უნდა დავაპატიმროთ და სისხლის სამართლის პასუხისგებაში მივცეთ, პირდაპირ გეტყვით, ეს გადაჭარბებულია და რა თქმა უნდა, ასე არ უნდა გავაკეთოთ. უნდა მოვახდინოთ ნარკოპოლიტიკის ჰუმანიზაცია, მაგრამ იქ არის სპეციფიკური საკითხები იგივე, დოზირებასთან, მომხმარებლის გამსაღებლისგან გამიჯვნასთან დაკავშირებით და სხვა, რომლებიც ძალიან კარგ დაკვირვებას საჭიროებს", - განაცხადა ნაცვლიშვილმა.


მისი თქმით, ამ საკითხთან მიმართებაში უმრავლესობის რიგი წევრების მხრიდან გარკვეული სკეპტიკური დამოკიდებულება გასაკვირი არ არის.


„როცა რეალური განხილვები დაიწყება, სადაც ყველა დეპუტატი ჩაერთვება, იმ დროისთვის ყველას ჩვენ-ჩვენი პოზიცია ჩამოყალიბებული გვექნება", - განაცხადა ბექა ნაცვლიშვილმა.



 

right_banner
right_banner right_banner
არქივი
right_banner