logo_geo
eng_logo
ანზორ მელია: მიხეილ სააკაშვილის „ბასიაკი“ ძმაკაცი ასე უსინდისოდ მომექცა
- +

28 დეკემბერი. 2017. 16:46

 

 

კარდიოლოგმა ანზორ მელიამ გაზეთ „ასავალ-დასავალთან" ინტერვიუში მიხეილ სააკაშვილის მამას, ნიკოლოზ სააკაშვილსა და მას შორის მომხდარ ინციდენტთან დაკავშირებით ისაუბრა.


„2008 წელი იდგა, ომი და უბედურება ჯერ კიდევ არ იყო მომხდარი, როცა დილაადრიან ბატონმა ნიკა სააკაშვილმა დამირეკა. დილის 6 თუ 7 საათი იქნებოდა... ბატონ ნიკას მაშინ არ ვიცნობდი. კაცი მეკითხება - ანზორი ხართ? - დიახ, ანზორი ვარ - ვპასუხობ. - ნიკა სააკაშვილი ვარ, გული მტკივა და სასწრაფო გამომიგზავნეთო. სასწრაფოდ, გავაგზავნე სასწრაფო. აღმოჩნდა, რომ ბატონ ნიკას უსერიოზულესი სტენოკარდიული შეტევა ჰქონდა. რესპუბლიკური საავადმყოფოს შეფმა, მიხეილ სააკაშვილის ძმაკაცმა, ლოთმა და „ბასიაკმა" ნიკა ყიფშიძემ, რომ გაიგო პრეზიდენტის მამამ ოპერაცია ჩემთან გაიკეთა, ალბათ დაიბოღმა თუ რა მოუვიდა, არ ვიცი, განაცხადა - მე ნიკა ყიფშიძე არ ვიყო, თუ ანზორ მელია არ დავაჭერინო! როგორ გაბედა, მე აქ ვარ და პრეზიდენტის მამას სტენტს ანზორ მელია უდგამსო.

 

დილაა და ნიკა სააკაშვილი მირეკავს - ანზორ, სტენტი არ მიყენიაო. გავგიჟდი. - სტენტი როგორ არ გიყენიათ, ორი სტენტი ჩავაყენეთ მეთქი. - ხო, ჩემს ცოლს, სვეტას უმადლოდეთ, თორემ ღამით შენი დაჭერა უნდოდათო... დღეს 9 საათზე რესპუბლიკურ საავადმყოფოში მოდიო. მივედი 9 საათზე. ეს ლოთი ყიფშიძე ნიკა სააკაშვილს ემერჯენსს ათვალიერებინებდა. ყიფშიძეს ვუთხარი - რა დროს ეს არის, წავიდეთ სტენტები ვნახოთ-თქო. - რაც არ ჩაგიყენებია რა უნდა ვანახოთო? - მიპასუხა. ნიკა, რას ამბობ, წამოდით-მეთქი. ამ დროს ვიღაც ბიჭი, რომელიც, როგორც ვიცი, სააკაშვილის მამასთან მუშაობდა, ჩემკენ გამოიწია და თითები გამომიშვირა - თვალებს ამოგთხრი, - ბატონ ნიკას ეს როგორ გაუბედე, სტენტი, როგორ არ ჩაუყენეო... გავედით, გავაშუქეთ და ორივე სტენტი ადგილზე იყო. წამომივიდა ცრემლები... ამხელა კაცი სიხარულით ვტიროდი, მაგრამ ვტიროდი იმიტომაც, რომ მიხეილ სააკაშვილის ლოთი და „ბასიაკი" ძმაკაცი ასე უსინდისოდ მომექცა. მოვედი სახლში და მირეკავენ - რა სტენტებიც ჩააყენე ყველაფრის საბუთები უნდათ, მეექვსე განყოფილებიდან ვართო... ლოთ ნიკა ყიფშიძეს, თურმე მიხეილ სააკაშვილისთვის დაურეკავს და უთქვამს - ანზორ მელიამ მამათქვენს ძაღლის სტენტი ჩაუყენაო. პარალელურად, ნიკა სააკაშვილს ყოველ 5 წუთში ურეკავდა და აგიჟებდა - თუ სასწრაფოდ არ გაიკეთებ საზღვარგარეთ ოპერაციას, მოკვდებიო. ბოლოს და ბოლოს, კონსილიუმი მოვიწვიეთ, რომელსაც ცნობილი ექიმები ესწრებოდნენ და ცხადია, გავმართლდი, მაგრამ კინაღამ დამიჭირეს. იმდენი მანერვიულეს, თქვენს მტერს"განაცხადა ანზორ მელიამ.









 

წყარო : wyaro
right_banner
right_banner right_banner
არქივი
right_banner