logo_geo
eng_logo
ირაკლი კობახიძე: მნიშვნელოვანია, პოლიციის იმიჯს ზიანი უსამართლოდ არ მიადგეს
- +

29 დეკემბერი. 2017. 01:52

 

 

„ძალიან მნიშვნელოვანია ორი პრინციპი - საზოგადოებრივი უსაფრთხოება, რომლისთვისაც შესაბამისი ზომების მიღება და კონკრეტული საპოლიციო ღონისძიებების განხორციელებაა საჭირო. ამასთან, განუხრელად უნდა იყოს დაცული ადამიანის უფლებები", - ამის შესახებ პარლამენტის თავმჯდომარემ, ირაკლი კობახიძემ გადაცემაში „აქტუალური თემა მაკა ცინცაძესთან ერთად" განაცხადა.


„როცა საუბარია ძალიან მსხვილ სისტემაზე, გარკვეული ექსცესები, ინციდენტები და ინდივიდუალური შემთხევები შესაძლოა, თავიდან ვერ აიცილო, მაგრამ როგორც შსს-ს ხელმძღვანელობის, ასევე პარლამენტის ყურადღება სწორედ იმისთვისაა საჭირო, რომ ასეთი გადაცდომები თავიდან იქნას არიდებული.

 

ვიცი და დარწმუნებული ვარ, რომ გიორგი გახარია ის მინისტრია, რომელსაც ჩემს მიერ ზემოთნახსენები პრინციპები ამოძრავებს და ის ამ პრინციპების ცხოვრებაში გატარებას უზრუნველყოფს. თუ გარკვეული ექსცესები და გადაცდომები არის, დარწმუნებული ვარ, ამაზე რეაგირება, პირველ რიგში, თავად მას ექნება. გიორგი გახარიასთან და შსს-თან ძალიან აქტიურად ვიმუშავებთ, რომ ნებისმიერი გადაცდომის პრევენციაში ჩვენი წვლილი შევიტანოთ.

 

ადამიანის უფლებების განუხრელად დაცვა ძალიან მნიშვნელოვანია, მაგრამ ასევე ძალიან მნიშვნელოვანია პოლიციის პრესტიჟის დაცვაც. ძალიან მნიშვნელოვანია, პოლიციის იმიჯს ზიანი უსამართლოდ არ მიადგეს. ამიტომ, ორივე მიმართულებით ძალიან დიდი ყურადღებით უნდა ვიყოთ", - განაცხადა ირაკლი კობახიძემ.









 

right_banner
right_banner right_banner
არქივი
right_banner