logo_geo
eng_logo
კახა კალაძე: თბილისი მხოლოდ ჩემი და „ქართული ოცნების“ ქალაქი არ არის!
- +

30 დეკემბერი. 2017. 01:15


 

„თბილისი მხოლოდ ჩემი და „ქართული ოცნების" ქალაქი არ არის", - ამის შესახებ თბილისის მერმა, კახა კალაძემ გადაცემაში „კვირის ინტერვიუ" სტუმრობისას განაცხადა.


„ყოველთვის ვამბობ, რომ ქალაქის მოვლა, პროექტების განხორციელება ყველას საქმეა. მზად ვარ, მოვუსმინო და ვითანამშრომლო ყველასთან, ვისაც რამის გაკეთების შესაძლებლობა გააჩნია. ვარ აბსოლუტურად ღია და გახსნილი. მოდით, ერთად გავაკეთოთ, ერთად ვაშენოთ და ამ ქალაქს ერთად მოვუაროთ.

 

რაც შეეხება „სიცოცხლით სავსე ქალაქს", ეს ჩემი საარჩევნო პროგრამის სახელი იყო, მაგრამ ეს არ იყო ტიპიური სლოგანი, რომელიც არჩევნებზე გამოიყენება. მე ვისწრაფვი, თბილისი ძალიან მალე სიცოცხლით, სიყვარულით, სიკეთით სავსე ქალაქი იყოს. შესაბამისად, მგონია, რომ პროცესში პოლიტიკური შეხედულების მიუხედავად, ყველა ადამიანი მაქსიმალურად უნდა ჩაერთოს, რათა ყველაფერი ერთად გავაკეთოთ", - განაცხადა თბილისი მერმა.


როგორც კახი კალაძემ აღნიშნა, არსებული ბიუჯეტის ფარგლებში ქალაქის ხელმძღვანელობა მაქსიმალურად შეეცადა, ყველა რაიონსა და უბანში მისულიყო და ქუჩები გაენათებინა.


„დრო ძალიან ცოტა გვქონდა და პირობას გაძლევთ, მომავალ წელს ჩვენი დედაქალაქი უფრო ეფექტური და ლამაზი იქნება", - განაცხადა კახა კალაძემ.


 

right_banner
right_banner right_banner
არქივი
right_banner