logo_geo
eng_logo
გოგა პიპინაშვილი: ჩემმა პერსონაჟმა 2008 წლის ომის მთელი ტვირთი საკუთარ მხრებზე გადაიტანა...
- +

11 იანვარი. 2018. 22:22



„შინდიდის გმირების" ისტორია კინო-ეკრანებზე გაცოცხლდება. 2008 წლის 11 აგვისტოს სოფელ შინდისში მეორე ქვეითი ბრიგადის საინჟინრო ოცეულსა და რუსეთის 58-ე არმიის მოტომსროლელთა ასეულს შორის გამართულ უთანასწორო ბრძოლაზე რეჟისორმა დიტო ცინცაძემ მხატვრული ფილმი გადაიღო. მთავარ როლს გოგა პიპინაშვილი ასრულებს. ის შინდისში მცხოვრებ იმ გლეხს განასახიერებს, რომელმაც სიცოცხლის რისკის ფასად ბრძოლის ველიდან სამი დაჭრილი ქართველი მებრძოლი გამოიყვანა და რომელიც გადარჩენილებს რამდენიმე დღის განმავლობაში საკუთარ სახლში მალავდა.


„ეს არის ჩვენი სინამდვილის, დღევანდელის გმირი ადამიანი, რომელმაც მთელი ტვირთი ამ 2008 წლის ომის საკუთარ მხრებზე გადაიტანა და ზიდა. ეს განსაკუთრებული პიროვნებაა და მე თუ შევძლებ ოდნავ მაინც მივუახლოვდე ამ გმირს თავისი ისტორიით, იქნება ჩემთვის ძალიან საინტერესო", - განაცხადა გოგა პიპინაშვილმა.


ფილმის გადაღების პროცესი უკვე დასრულდა და ახლა მონტაჟი იწყება. „შინდისის" პრემიერა აგვისტოს ომის 10 წლისთავზე იგეგმება.


 

right_banner
right_banner right_banner
არქივი
right_banner