logo_geo
eng_logo
ბექა დავითულიანი: „ნაცმოძრაობის“ პერიოდში სტრუქტურის ხელმძღვანელს შეეძლო, განუსაზღვრელი რაოდენობის პრემია გაეცა
- +

17 იანვარი. 2018. 01:20


 

„ნაციონალური მოძრაობის" მმართველობის დროს სტრუქტურის ხელმძღვანელს შეეძლო, ამდგარიყო და განუსაზღვრელი რაოდენობის პრემია გაეცა. ზოგიერთ შემთხვევაში ამას აკეთებდნენ კიდეც", - ამის შესახებ თბილისის საკრებულოს ფრაქცია „ქართული ოცნება დემოკრატიული საქართველოს" თავმჯდომარემ, ბექა დავითულიანმა გადაცემაში „აქტუალური თემა მაკა ცინცაძესთან ერთად" განაცხადა. მისი თქმით, ოპონენტები მუდმივად ცდილობენ, მოსახლეობა შეცდომაში შეიყვანონ.


„მათ შორის, ჩვენი მმართველობის პირობებშიც მოხდა რამდენიმე შემთხვევა, როცა ძალიან შეუსაბამო პრემია გაიცა. თუმცა, ეს 2016 წელს ჩვენს მიერ მიღებულმა ერთმა რეგულაციამ, ახლა კი უკვე კანონმა ჩაკეტა. კანონი პრემიის გაცემის დასაბუთებას ისე მკაფიოდ და მკაცრად ითხოვს, რომ ამას რეგულარული და ყოველთვიური ხასიათი ვერ მიეცემა.


სამწუხაროდ, მიდის პროცესი, რითაც ჩვენ რაღაცნაირად საინფორმაციო ველში თამაშში შევდივართ. კვირის დასაწყისში დაიწყეს საუბარი, რომ მერიის მაღალი თანამდებობის პირთა შემოსავლები იზრდება და თითქმის გაორმაგდა. მერე პასუხების პარალელურად დააკორექტირეს და თქვეს, რომ შემოსავალი არ გაორმაგებულა, მაგრამ ხელფასი გაორმაგდა", - განაცხადა დავითულიანმა.









 

right_banner
right_banner right_banner
არქივი
right_banner