logo_geo
eng_logo
ბექა ნაცვლიშვილი: ონლაინსესხების რაოდენობა მცირდება და იმედი მაქვს, მათი არსებობა აზრს დაკარგავს
- +

18 იანვარი. 2018. 00:37


 

„ონლაინსესხების რაოდენობა მცირდება და იმედი მაქვს, მათი არსებობა აზრს დაკარგავს იქიდან გამომდინარე, რომ მათ მოგების მარჟა შევუმცირეთ", - ამის შესახებ პარლამენტის საფინანსო-საბიუჯეტო კომიტეტის წევრმა, ბექა ნაცვლიშვილმა გადაცემაში „აქტუალური თემა მაკა ცინცაძესთან ერთად" განაცხადა. ნაცვლიშვილის თქმით, მიკროსაფინანსო ორგანიზაციების საქმიანობა უკვე ეროვნული ბანკის შესახებ კანონით რეგულირდება და ისინი გარკვეულ რეგულაციებს ექვემდებარებიან.


 „ლიბერალური ეკონომიკის მეხოტბეები, რომლებიც დღემდე ჩემი ოპონენტები არიან, ამბობენ, რომ ზრდასრულ ადამიანს თავისუფალი არჩევანი აქვს და გადაწყვეტილებას, აიღოს თუ არა სესხი, თავად იღებს. თუ ადამიანი ონლაინსესხს ახალი ტელეფონის შესაძენად იღებს, ეს სხვა საკითხია, მაგრამ ძირითადად, პრაქტიკა აჩვენებს, რომ ონლაინსესხებით კომუნალური გადასახადების სწრაფად დაფარვა, ან ისეთი საჭიროებების დაფინანსება ხდება, რაც ადამიანის საბაზისო მოთხოვნილებაა. ეს ყველა ღარიბი ქვეყნის სენია. რა თქმა უნდა, პრობლემა მხოლოდ ონლაინსესხები არ არის, ეს უბრალოდ, ამ პრობლემის აისბერგის წვერია.

 

თუ აქამდე აუცილებელი საწესდებო კაპიტალი 250 000 იყო, 2017 წლის 1-ელი სექტემბრიდან მიმდინარე წლის 1-ელ სექტემბრამდე 500 000 იქნება, ხოლო 2019 წლიდან - ერთი მილიონი, რაც მათ პრაქტიკულ საქმიანობას ბანკების კატეგორიამდე აიყვანს", - განაცხადა ბექა ნაცვლიშვილმა.


 

right_banner
right_banner right_banner
არქივი
right_banner