logo_geo
eng_logo
პაატა ჩოხელი: ნათელაშვილის შვილი სააკაშვილს კიევში შეხვდა... დავალებები მიიღო
- +

18 იანვარი. 2018. 14:31



ლეიბორისტური პარტიის ყოფილმა იდეოლოგიურმა მდივანმა პაატა ჩოხელმა, ,,პრაიმტაიმის" პრესკლუბში გამართულ კონფერენციაზე განაცხადა, რომ შალვა ნათელაშვილის შვილი მიხეილ სააკაშვილს კიევში შეხვდა და  მისგან დავალებები მიიღო, ისე, რომ ამის შესახებ პარტიის წევრები ინფორმაციას არ ფლობდნენ.


პაატა ჩოხელის თქმით, შალვა ნათელაშვილი ,,ნაციონალური მოძრაობის" მხარდამჭერია და მის დავალებებს ასრულებს.

 

„ჩვენთვის გახდა ცნობილი, რომ დაახლოებით ორი კვირის წინ შალვა ნათელაშვილმა უკრაინაში, კერძოდ კიევში, მიხეილ სააკაშვილთან შეხვედრაზე გაუშვა ასე ვთქვათ კურიერი, თუ გნებავთ შიკრიკი, მიხეილ სააკაშვილთან შესახვედრად. ერთი ის ფაქტი, რომ ამ შესახვედრად სააკაშვილთან მან გაუშვა არა პარტიის რომელიმე ლიდერი, ვთქვათ იგივე მისი პირადი კლოუნი გუგავას სახით, არამედ თავისი შვილი, მეტყველებს იმაზე, რომ ნათელაშვილი უმალავს თავის რეალურ პოლიტიკურ სახეს არა მხოლოდ საქართველოს მოსახლეობას და ამომრჩეველს, არამედ საკუთარი პარტიის წევრებსაც კი", - განაცხადა ჩოხელმა „პრაიმტაიმის" პრესკლუბში.


მისივე თქმით, დღესდღეობით არც ერთმა პარტიის წევრმა და ხელმძღვანელობამაც კი, საერთოდ არ იციან იმის შესახებ, რომ უკრაინაში, კერძოდ კიევში ჩასული იყო შალვა ნათელაშვილის შვილი, რომელიც შეხვდა მიხეილ სააკაშვილს და მიიღო დავალებები.


კონკრეტულად რა დავალებებზე იყო საუბარი, როგორც ლეიბოლისტური პარტიის ყოფილი იდეოლოგიური მდივანი აცხადებს, მისთვის უცნობია.


„თუ რა დავალებებზე იყო საუბარი და რა შეკვეთები მისცა მიხეილ სააკაშვილმა, შალვა ნათელაშვილს ამაზე კონკრეტული ინფორმაცია ჩვენ არ გვაქვს, მაგრამ გამომდინარე სააკაშვილის ბოლო წლების მანძილზე საქმიანობიდან მემგონი ძნელი მისახვედრი არ იქნება, რომ ეს არის ჩვეულებრივი დავალება რათა მან, ასე ვთქვათ პოლიტიკური ველი მოუსუფთავოს ნაციონალურ მოძრაობას და მით უმეტეს ახლა, საპრეზიდენტო არჩევნების წინ კომფორტული სიტუაცია შექმნას ნაციონალური მოძრაობისთვის", - განმარტავს პაატა ჩოხელი.

 







 

წყარო : wyaro
right_banner
right_banner right_banner
არქივი
right_banner