logo_geo
eng_logo
ომარ ნიშნიანიძე: დარწმუნებული ვარ, ირაკლი ღარიბაშვილი ჩვენ არ დაგვიპირისპირდება
- +

22 თებერვალი. 2016. 12:01



საქართველოს პარლამენტის წევრი ომარ ნიშნიანიძე გაზეთ „რეზონანსთან" საუბრისას ამბობს, რომ არ არის გამორიცხული, ყოფილმა პრემიერმა ღარიბაშვილმა პარტია შექმნას. ამასთანავე, ნიშნიანიძე დარწმუნებულია, რომ ღარიბაშვილი კოალიცია „ქართულ ოცნებას" არ დაუპირისპირდება:

 

„უკვე დიდი ხანია, მისი მხრიდან პარტიის შექმნაზე მუსირებს აზრი. მისი წასვლის შემდეგ სულ ამაზეა საუბარი. თუ მართლა გეგმავს, უკვე უნდა გამოჩნდეს. დრო აღარ ითმენს, თუ მას უნდა, სერიოზულად ჩაერთოს საარჩევნო მარათონში.

 

ქართველებს გვითქვამს, რომ კვამლი უცეცხლოდ არ ჩნდება, ამდენი ხანია ამაზე მიდის საუბარი და შეიძლება, მართლაც რაღაცას გეგმავს.

 

ერთ რამეში დარწმუნებული ვარ, რომ ირაკლი ღარიბაშვილი ჩვენ არ დაგვიპირისპირდება", - განაცხადა ომარ ნიშნიანიძემ.




 

წყარო : wyaro
right_banner
არქივი
right_banner