logo_geo
eng_logo
თამაზ მეჭიაური: „ნაციონალები“ ამ თემაზე საუბარს ვერ გაბედავდნენ, ყველაფრისთვის სახელი რომ დაგვერქმია!
- +

23 აპრილი. 2016. 16:56


 

„სამართლიანობის აღდგენის საქმე კარგად რომ არ მიდის, ეს არის სამწუხარო ფაქტი. ჩვენ თავის დროზე ყველაფრისთვის თავისი სახელი რომ დაგვერქმია, ვერც ნუგზარ წიკლაური და ვერც სხვა ნაციონალები ამ თემაზე საუბარს ვერ გაბედავდნენ", - ამის შესახებ საპარლამენტო უმრავლესობის წევრი თამაზ მეჭიაური „ახალ თაობასთან" საუბრობს. როგორც მეჭიაური აცხადებს, საზოგადოებისთვის ცნობილია, რომ ფარულ კადრებს „ნაციონალები" იღებდნენ.

                    

 „ამ მიმართულებით სერიოზული შეცდომა დავუშვით და ახლა მათ მიერ ჩადენილ დანაშაულებზე ჩვენ ვიმართლებთ თავს. ყველამ იცის, რომ ფარული და უკანონო ჩანაწერების გაკეთებით ისინი იყვნენ დაკავებული. ყოფილ ხელისუფლებას ამ მიმართულებით მთელი ინდუსტრია ჰქონდა შექმნილი. ამაზეც კი ჩვენ ვიმართლებთ თავს, რაც პირადად ჩემთვის არის სამარცხვინო", - აცხადებს მეჭიაური.



 

წყარო : wyaro
right_banner right_banner
არქივი
right_banner
×