logo_geo
eng_logo
სოზარ სუბარი: ამ გზით, ოპოზიციას მივეცით ბერკეტი, რომ თავად აირჩიონ პრეზიდენტი
- +

1 თებერვალი. 2018. 16:18



დევნილთა და განსახლების მინისტრმა სოზარ სუბარმა ტელეკომპანია „TV-პირველის" ეთერში მომავალ საპრეზიდენტო არჩევნებთან დაკავშირებით ისაუბრა.


„ჩვენ გადავწყვიტეთ, რომ უფრო სწორი იქნებოდა, თუ პრეზიდენტი არჩეული იქნებოდა პარლამენტის მიერ ან მეორე ვარიანტი არის ხმოსანთა მიერ. თუმცა მხოლოდ იმისთვის, რომ ვინმემ არ იფიქროს, რომ მარგველაშვილს რაღაც პრობლემებს ვუქმნით შეგნებულად, სწორედ ამიტომ დარჩა კონსტიტუციაში მომავალი პრეზიდენტის ისევ პირდაპირი, საყოველთაო არჩევნებით არჩევა, ამჯერად 6-წლიანი ვადით.

 

მეტსაც გეტყვით, შემდეგ პრეზიდენტს აირჩევს უკვე არა 2020 წელს არჩეული პარლამენტი, არამედ 2024 წელს არჩეული პარლამენტი. 2024 წელს საქართველოს პარლამენტი აირჩევა უკვე სრულიად პროპორციული წესით, მაჟორიტარების გარეშე და თუ ოპოზიცია დღეს ფიქრობს, რომ ჩვენს დამარცხებას აპირებენ 2020-ში თუ არა, 2024-ში მაინც, მათთვის მიგვიცია ეს ბერკეტი, რომ მათ აირჩიონ პრეზიდენტი. ამდენად თამამად წავედით ჩვენ ამ ნაბიჯზე", - განაცხადა სუბარმა.











 

right_banner
right_banner right_banner
არქივი
right_banner