logo_geo
eng_logo
გიორგი მელაშვილი: კრიპტოვალუტა საქართველოში გადახდის კანონიერ საშუალებას არ წარმოადგენს!
- +

2 თებერვალი. 2018. 01:51


 

„კრიპტოვალუტა საქართველოში გადახდის კანონიერ საშუალებას არ წარმოადგენს", - ამის შესახებ ეროვნული ბანკის აღმასრულებელმა დირექტორმა, გიორგი მელაშვილმა გადაცემაში „აქტუალური თემა მაკა ცინცაძესთან ერთად" განაცხადა.


„ეს ასე მხოლოდ საქართველოში არ არის. კრიპტოვალუტების რეგულირების კუთხით, ერთგვაროვანი დამოკიდებულება მთელ მსოფლიოში მეტწილად არ არის ჩამოყალიბებული. კრიპტოვალუტები ჩვენი კანონმდებლობით არ რეგულირდება და ეროვნული ბანკის რეგულირების სფეროს არ წარმოადგენს.

 

ფასების მერყეობის პირობებში, მომხმარებლებმა შესაძლოა, პოტენციურად ფინანსური ზარალი მიიღონ. ასევე, რისკები უკავშირდება დავების პროცესს, რადგან არ არსებობს მარეგულირებელი ორგანო, რომელიც მომხმარებელთა უფლებების დაცვას უზრუნველყოფს.

 

გარდა ამისა, კრიპტოვალუტებით ოპერაციები გაცვლითი სავაჭრო პლატფორმებითა და ციფრული საფულეებით ხორციელდება, რომლებიც სხვადასხვა ქვეყნებშია რეგისტრირებული და რიგ შემთხვევეში, მათი სამართლებრივი სტატუსი გაურკვეველია. ასევე მინდა აღვნიშნო, რომ გაცვლითი სავაჭრო პლატფორმები და ციფრული საფულეები კიბერშეტევის პოტენციური სამიზნეებია", - განაცხადა მელაშვილმა.


ეროვნული ბანკის აღმასრულებელმა დირექტორმა მოქალაქეებს მოუწოდა, კრიპტოვალუტებთან დაკავშირებით გაუთვითცნობიერებელი გადაწყვეტილება არ მიიღონ.








 

right_banner
right_banner right_banner
არქივი
right_banner