logo_geo
eng_logo
ლაშა ნაცვლიშვილი: გირგვლიანი მოკლულ იქნა ერთი აღვირახსნილი ქალის შეკვეთის შედეგად!
- +

3 თებერვალი. 2018. 11:35


 

„სანდრო გირგვლიანი მოკლულ იქნა ერთი აღვირახსნილი ქალის შეკვეთის შედეგად", -ამის შესახებ ყოფილი მთავარი პროკურორის ყოფილმა მოადგილემ ლაშა ნაცვლიშვილმა გადაცემა „რეაქციაში" სტუმრობისას განაცხადა.


„რა არის სხვაობა ამ ხელისუფლებასა და წინა ხელისუფლებას შორის? - გირგვლიანი იქნა მოკლული ბანდად ქცეული ხელისუფლების ღრეობად გადაქცეულ სუფრაზე, ერთი აღვირახსნილი ქალის შეკვეთის შედეგად და ის  მოკლა სახელმწიფო ბანდამ. ისე ამოხდა სული ირინა ენუქიძეს, რომ მაშინდელი თანამდებობის არცერთი პირი ახლოს არ გაეკარა. თემირლან მაჩალიკაშვილი იქნა მოკლული ლეგიტიმური კონტრტერორისტული ოპერაციის დროს და დღეს, „ქართული ოცნების" მთავარ პროკურორ ირაკლი შოთაძესა და თემირლან მაჩალიკაშვილის მამას შორის მიმდინარეობს მსჯელობა, თუ სად მოხდება შეხვედრა, ანუ ვგულისხმობ ყოფილი და მოქმედი ხელისუფლებების მიდგომასა და სტანდარტს", - განაცხადა ლაშა ნაცვლიშვილმა.










 

right_banner
right_banner right_banner
არქივი
right_banner