logo_geo
eng_logo
გიორგი გახარია: ქურდული სამყაროს წარმომადგენლები, რომლებიც შსს-ს დანაშაულის გახსნაში დაეხმარებიან, არ დაისჯებიან!
- +

4 თებერვალი. 2018. 23:38



შინაგან საქმეთა მინისტრმა გიორგი გახარიამ „იმედის კვირასთან" განაცხადა, რომ   ქურდული სამყაროს წარმომადგენლები, რომლებიც გამოძიებას ორგანიზებული დანაშაულის მძიმე ან ნაკლებად მძიმე დანაშაულის გახსნაში დაეხმარებიან, პასუხისმგებლობისგან გათავისუფლდებიან.

 

„ვაჩენთ ახალ დანაშაულს, როგორიც არის, მაგალითად ქურდული სამყაროსადმი მიმართვა, ქურდული შეკრების ორგანიზება, ქურდული სამყაროს პასიური წევრობა და ა.შ. თუმცა, ამასთან ერთად ჩვენ შემოგვაქვს სიახლე და ქურდული სამყაროს ის წარმომადგენლები, რომლებიც აღიარებენ დანაშაულს და დაეხმარებიან ორგანიზებულ დანაშაულის მძიმე ან ნაკლებად მძიმე დანაშაულის გახსნაში, პასუხისმგებლობისგან გათავისუფლდებიან", - განაცხადა გახარიამ.




 

right_banner
right_banner right_banner
არქივი
right_banner