logo_geo
eng_logo
რა უთხრა მალხაზ თოფურიას ტრაგედიამდე 20 წუთით ადრე დოდო გუგეშაშვილმა
- +

7 თებერვალი. 2018. 15:18



ერთ-ერთი ბოლო, ვინც დოდო გუგეშაშვილს ესაუბრა, ვეტერანების საქმეთა სახელმწიფო სამსახურის თანამშრომელი მალხაზ თოფურია იყო.


როგორც მალხაზ თოფურიამ „კვირასთან" საუბარში განაცხადა, დოდო გუგეშაშვილს ის ტელეფონით, ერთ-ერთი ღონისძიების თაობაზე ესაუბრა და მისთვის აღელვება არ შეუტყვია.


„შაბათისთვის იგეგმებოდა მარათონი ვეტერანთა ბავშვებისთვის, ამ ღონისძიების ერთ-ერთი ინიციატორი თავად დოდო იყო, სწორედ ამ მიზნით დავურეკე და საორგანიზაციო საკითხებზე ვესაუბრე, რომ იქნებ თბილისის გარდა ახლომდებარე ქალაქებიდანაც ჩამოგვეყვანა ბავშვები ავტობუსებით ამ ღონისძიებისთვის. ჩვეულებრივ ხასიათზე იყო, მშვიდად საუბრობდა ისიც საორგანიზაციო საკითხებზე, არც აღელვება შემიმჩნევია და არც რაიმე განსაკუთრებული. ჩვენი საუბრის დასრულებიდან დაახლოებით 20 წუთში მოხდა ეს ტრაგედია, ეს საშინელი ტრაგედიაა, როგორ გადაიტანს შვილის სიკვდილს, არ ვიცი, მის მეტი არავინ ჰყავდა", - განუცხადა „კვირას" მალხაზ თოფურიამ.


დოდო გუგეშაშვილსა და მის შვილს, გრიგოლ გუგეშაშვილს ცეცხლსასროლი იარაღიდან დღეს დილით ესროლეს, რის შედეგადაც შვილი ადგილზე გარდაიცვალა, დოდო გუგეშაშვილი კი, მძიმე მდგომარეობაშია.











 

წყარო : wyaro
right_banner
right_banner right_banner
არქივი
right_banner