logo_geo
eng_logo
დავით მაღრაძე: გაჩნდება ლოგიკური კითხვა - „ადამიანზე ხმას ვერ იღებდი და ხე უფრო გაგიძვირფასდა?!“
- +

9 თებერვალი. 2018. 02:30



კომენტარი პოეტმა დავით მაღრაძემ ტელეკომპანია „იბერიას" ეთერში ქვეყანაში მიმდინარე პროცესებთან დაკავშირებით ისაუბრა. როგორც მაღრაძემ აღნიშნა, დღეს საზოგადოება მამაცია, რაც „ქართული ოცნების" ხელისუფლების დამსახურებაა.

 

„ვისაც რა უნდა ის გააპროტესტოს. უბრალოდ, ადამიანს გაუჩნდება ლოგიკური კითხვა კონკრეტული ჯგუფების მიმართ, - შენ, რომელიც ვერ აპროტესტებდი სანდრო გირგვლიანის მკვლელობას, ხეების გადარგვაზე რამ გაგამწარა?! ადრე რომ იყავი დამუნჯებული, დღეს რომ ასეთი აქტიური ხარ, ვიღაცამ ხომ იზრუნა რომ გააქტიურებულიყავი?! სახლიდან რომ ვერ გამოდიოდი და სიტყვას ვერ ამბობდი...

 

ხე ხომ არ შეიძლება უფრო მნიშვნელოვანია გახდეს ვიდრე ადამიანი?! ადამიანზე ხმას ვერ იღებდი და ხე უფრო გაგიძვირფასდა?!", - განაცხადა მაღრაძემ.


 

 

 

 

right_banner
right_banner right_banner
არქივი
right_banner