logo_geo
eng_logo
რევაზ სოხაძე: დედაქალაქში ქაოტური განაშენიანება იმიტომ მოხდა, რომ ყველაფერი დეველოპერებზე იყო მორგებული!
- +

9 თებერვალი. 2018. 10:00


 

„ის, რაც დღეს დედაქალაქში ხდება, ათწლეულების განმავლობაში დაგროვილი პრობლემაა, რომელშიც თითოეულ ჩვენგანს ჩვენ-ჩვენი, მცირე თუ დიდი წვლილი გვაქვს შეტანილი", - ამის შესახებ „ქართული ოცნებიდან" თბილისის საკრებულოს წევრმა და ურბანული დაგეგმარებისა და საქალაქო მეურნეობის კომისიის თავმჯდომარემ, რევაზ სოხაძემ გადაცემაში „აქტუალური თემა მაკა ცინცაძესთან ერთად" სტუმრობისას განაცხადა.


„დედაქალაქში მოქმედებდა წესები, რომლებსაც ხელისუფლებაც ითვალისწინებდა და დეველოპერებიც. ქაოტური განაშენიანება იმიტომ მოხდა, რომ ყველაფერი დეველოპერებზე იყო მორგებული. ვისაც სად უნდოდა და რამხელა კორპუსი უნდოდა, ისე აშენებდა. შესაძლოა, ცვლილებები, რომლებიც გარკვეულ შეზღუდვებს ითვალისწინებს, ყველასთვის მისაღები არ იყოს, მაგრამ იმას, რასაც დღეს მერია აკეთებს, მხარი თბილისის მოსახლეობამ დაუჭირა.

 

ჩვენი ვალია, ოქროს შუალედი დავიცვათ, რათა ერთი მხრივ, დაცული იყოს მოქალაქეთა უფლება, რომ ნორმალურ ქალაქში იცხოვრონ და მეორე მხრივ, არ გართულდეს სამშენებლო ნებართვის მოპოვება და ისევ კორუფციის ნიშნები არ გაჩნდეს", - განაცხადა სოხაძემ.


როგორც ურბანული დაგეგმარებისა და საქალაქო მეურნეობის კომისიის თავმჯდომარემ აღნიშნა, კ3 კოეფიციენტს ფორმალურად, ყველა გამწვანების კოეფიციენტს ეძახდა, მაგრამ რეალურად, ეს დეველოპერების კეთილ ნებაზე იყო დამოკიდებული, მეტ მოქალაქეობრივ შეგნებას ვინ გამოიჩენდა და სკვერებს, თუ პარკებს ვინ გააკეთებდა.










 

right_banner
right_banner right_banner
არქივი
right_banner