logo_geo
eng_logo
დათო ქაცარავა: ამის მოსმენა ყველაზე მძიმეა...
- +

9 თებერვალი. 2018. 19:27



ჯომარდობის ფედერაციის პრეზიდენტმა დათო ქაცარავამ ჟურნალ „სარკესთან" ინტერვიუში განაცხადა, რომ ბოლო ერთი თვეა, საოკუპაციო ხაზთან მორიგეობს და მის გაკონტროლებაში აქტიურადაა ჩართული. ქაცარავამ აღნიშნა, რომ ემოციის გარეშე ამ სიტუაციის ყურება მარტივი არ არის.


„საოკუპაციო ხაზთან გატარებული ყოველი წუთი მძიმეა ემოციურად. ამავე დროს, ყოველი დღე უფრო მაძლიერებს. ერთ-ერთი ყველაზე რთული საკითხია, როცა ადგილობრივ მცხოვრებს ვხვდები და ცდილობს, დამარწმუნოს, რომ რუსეთი მტერი და ოკუპანტი არაა. ამის მოსმენა ყველაზე მძიმეა, როცა ვინმე არ ან ვერ ხვდება, რას ამბობს.

 

როდესაც ვხედავ, რომ ადამიანს ბრძოლის სურვილი არ აქვს ან შეშინებულია თუ დარწმუნებული იმაში, რომ არ უნდა იბრძოლო, რადგან არ ღირს და ჩვენ უკვე წაგებული ვართ... ასეთი რაღაცებია მძიმე, თორემ სამშობლოსთვის თავგანწირვა ყველაზე დიდი ბედნიერებაა", - განაცხადა ქაცარავამ.












 

წყარო : wyaro
right_banner
right_banner right_banner
არქივი
right_banner