logo_geo
eng_logo
დავით სერგეენკო: გამოიყენეთ C ჰეპატიტის ელიმინაციის პროგრამით სარგებლობის შესაძლებლობა!
- +

14 თებერვალი. 2018. 02:40


 

„მოგმართავთ ყველას, გამოიყენეთ C ჰეპატიტის ელიმინაციის პროგრამით სარგებლობის უნიკალური შესაძლებლობა, რადგან ის უსასრულოდ არ გაგრძელდება", - ამის შესახებ ჯანდაცვის მინისტრმა, დავით სერგეენკომ გადაცემაში „აქტუალური თემა მაკა ცინცაძესთან ერთად" სტუმრობისას განაცხადა.


„შესაძლოა, მერე დაავადებასთან ერთი-ერთზე დარჩეთ და გადასახდელი გაგიხდეთ თანხა, რომელიც ჯერ კიდევ ძალიან მაღალია.

 

ჩვენ გვქონდა რაღაც ჩამოყალიბებული ტრადიცია შიდსთან მიმართებით, როდესაც ეს უკიდურესად დახურული საზოგადოება იყო და, სამწუხაროდ, ნაწილობრივ, ასეც რჩება. იგივე იყო C ჰეპატიტის შემთხვევაშიც, მაგრამ ჩვენ გარღვევა მოვახერხეთ და ახლა ბევრი მხარდამჭერი გვყავს. სტიგმის გარღვევა არანაკლები მნიშვნელობის იყო, ვიდრე საკუთრივ მედიკამენტზე ხელმისაწვდომობა", - განაცხადა დავით სერგეენკომ.


სერგეენკომ ასევე აღნიშნა, რომ სახელმწიფო სისხლში ტყვიის შემცველობის ანალიზის მასშტაბური კვლევის დაფინანსებას გეგმავს.


„ეს კვლევა წელსვე დაიწყება და მასში მონაწილეობას მიიღებს ჯანდაცვის სამინისტრო, დაავადებათა კონტროლის ცენტრი და გაერო-ს ბავშვთა დაცვის ფონდი", - განაცხადა დავით სერგეენკომ.









 

right_banner
right_banner right_banner
არქივი
right_banner