logo_geo
eng_logo
დავით სერგეენკო: კერძო კლინიკების საწინააღმდეგო არაფერი მაქვს, მაგრამ...
- +

14 თებერვალი. 2018. 10:15


 

„დღესდღეობით, კლინიკების 90%-ზე მეტი კერძოა და თუ ეს პარიტეტი გაგრძელდა, სისტემის მართვა ძალიან გართულდება", - განაცხადა ჯანდაცვის მინისტრმა, დავით სერგეენკომ გადაცემაში „აქტუალური თემა მაკა ცინცაძესთან ერთად" სტუმრობისას.


„კერძო კლინიკების საწინააღმდეგო არაფერი მაქვს, მაგრამ როცა წელიწადზე ნაკლებ დროში ასეთი ქანქარისებური ეფექტი ხდება და სახელმწიფოს სახელმწიფო დაწესებულებების საყრდენი აღარ რჩება, სადაც ფასისა და ხარისხის ეტალონურ თამასას შექმნის, რასაც სხვებიც გაუსწორდებიან, ამ მდგომარეობით მომავალში სისტემის მართვა ძალიან გართულდება. ხარჯები მუდმივად გაიზრდება და ხარისხი, ალბათ, კლებისკენ წავა, ამიტომ, გეგმაში გვაქვს, სახელმწიფო საპირწონეები შევქმნათ.

 

ამიტომ, ჩვენ სელექტიური კონტრაქტირების მოდელის გამოყენება დავიწყეთ. სანებართვო პირობების ზევით ვაწესებთ თამასას და ვთანამშრომლობთ მხოლოდ ისეთ კლინიკებთან, რომლებიც ამ თამასას დააკმაყოფილებენ. ამ თამასის დაკმაყოფილება კი მხოლოდ ძალიან მაღალი კლასის კლინიკებს შეუძლიათ, რომლებსაც ნაკლები გართულება, შესაბამისად, ნაკლები ხარჯი და მოვლის მაღალი ხარისხი აქვთ", - განაცხადა სერგეენკომ.


 

 

 

 

 

right_banner
right_banner right_banner
არქივი
right_banner