logo_geo
eng_logo
გიორგი მარგველაშვილი: არ მიმაჩნია რომ მერაბიშვილი და სააკაშვილი შესაწყალებელია!
- +

15 თებერვალი. 2018. 02:16


 

„არ მიაჩნია, რომ სააკაშვილი და მერაბიშვილი შესაწყალებელია", - ამის შესახებ პრეზიდენტმა გიორგი მარგველაშვილმა „პალიტრანიუსის" ეთერში განაცხადა.


„მე დავამთავრე 2013 წელს დაპირისპირება „ნაციონალურ მოძრაობასთან", პრეზიდენტი არ არის რომელიმე პარტიის მსახური, ის ემსახურება ქართველ ხალხს, და ბუნებრივია მე შეწყალების პროცესში არ ვითვალისწინებ პოლიტიკურ შემადგენელს. კაკო ბობოხიძის ძმა რომ არ დავტოვე ციხეში, ამაზეც კი ამბავი იყო. რა სინდისით უნდა დამეტოვებინა ადამიანი ციხეში იმიტომ რომ მისი ძმა იყო ნაციონალი. ეს იქნებოდა ჩემი ოჯახის შეურაცხყოფა. არ მიმაჩნია რომ და სააკაშვილი შესაწყალებელია. რომ მიმაჩნდეს რომ შესაწყალებელია მე პოლიტიკურ შემადგენელს არ დავაყენებდი", - განაცხადა მარგველაშვილმა.


 

 

 

 

right_banner
right_banner right_banner
არქივი
right_banner