logo_geo
eng_logo
ნიკუშა შენგელაია: არა მარტო შეურაცხყოფილი, არამედ გულნატკენი ვარ...
- +

17 თებერვალი. 2018. 21:05



ქართული კინოსა და თეატრის ვარსკვლავის სოფიკო ჭიაურელის ქანდაკება, რომელიც ლესელიძის ქუჩაზე, სიონის სკვერში აღმართული, კიდევ ერთხელ დააზიანეს. ამ თემაზე ჟურნალ „გზასთან" ინტერვიუში სოფიკოს ვაჟმა ნიკუშა შენგელაიამ ისაუბრა.


„ადრეც მოიპარეს ხოხბის ქანდაკება, შემდეგ, სხვა რაღაცები წაიღეს... რაღაცები დაამტვრიეს... გაოცებული ვარ, არა მარტო შეურაცხყოფილი, არამედ - გულნატკენიც. რას ვიზამთ, ათასგვარი ადამიანი არსებობს, უბრალოდ, მისი პერსონის მნიშვნელობა არ ესმით... როდესაც სოფიკოს შესახებ არაფერი სმენიათ, არ ეცნობათ მისი სახელი და გვარი, არაფერი იციან მის გავლილ ცხოვრებისეულ გზაზე, ალბათ ასეთი დამოკიდებულება არც უნდა გაგიკვირდეს, კულტურის და შეგნების ამბავია, რომელსაც ყველას ვერ მოსთხოვ... თუმცა, რაღაც აუცილებლად უნდა ვიღონოთ, რომ მსგავსი ფაქტი აღარ განმეორდეს", -განაცხადა შენგელაიამ.


 

წყარო : wyaro
right_banner
არქივი
right_banner