logo_geo
eng_logo
იური მეჩითოვი: როდესაც სამყაროზე ბევრი რამ იცი, არც ორპირობა გიკვირს, არც ღალატი
- +

20 თებერვალი. 2018. 14:23



ფოტოგრაფი იური მეჩითოვი ჟურნალ „გზასთან" ინტერვიუში თავის  ფობიაზე საუბრობს.


„ყველაზე მეტად, უგუნური და ზერელე ადამიანების მეშინია, რომლებიც თანამდებობებზე სხედან და მარტო საკუთარ თავზე, ჯიბეზე ზრუნავენ. მეშინია, ამ  ჰარი-ჰარალე დამოკიდებულებით  ჩვენს ლამაზ ქვეყანას დავღუპავთ. ორგულობა და იმედგაცრუება კი ნამდვილად არ მაშინებს, რადგან ეს კაცობრიობას ოდითგანვე მოსდევს. ორგულ ხალხს წინასწარ მივუტევებ ხოლმე. ალბათ, საამისოდ ცხოვრებისეული სიბრძნეა საჭირო. როდესაც სამყაროზე ბევრი რამ იცი, არც ორპირობა გიკვირს, არც ღალატი და არც სხვა რამ. აი, გველების, ხოჭოების და კალიების შიში ნამდვილად არ მაქვს, - ასეთი შიშები კარგა ხანია მოვიშორე. საბოლოო ჯამში ცნობილი ფილმიდან პერიფრაზს მოვიშველიებ: „მე არაფრის მეშინია, ტანკისტი ვიყავი ომამდე", - განაცხადა მეჩითოვმა.



 

წყარო : wyaro
right_banner
არქივი
right_banner