logo_geo
eng_logo
ალექსანდრე ქანთარია: მივესალმები პრემიერის ძალიან დროულ, გონივრულ, საქმიან და რეალურ განცხადებას!
- +

9 მარტი. 2018. 17:18



საპარლამენტო უმრავლესობის წევრი ალექსანდრე ქანთარია პრემიერ-მინისტრი გიორგი კვირიკაშვილის დღევანდელ განცხადებას ტელეკომპანია „პირველის" გადაცემაში „დღის ამბები" გამოეხმაურა.

 

„მინდა გითხრათ, რომ მივესალმები პრემიერის ძალიან დროულ, გონივრულ, საქმიან და რეალურ განცხადებას. მგონია, რომ სწორედ ამ კონიუნქტურის მაღლა უნდა დადგეს ხელისუფლება, რაც პრემიერმაც გააკეთა კიდეც. ყოველგვარი საუბრები, თავდასხმები და თავის გამოჩენა ამ თემით, ვფიქრობ, რომ აბსოლუტურად მიზანშეუწონელია. „თავი მოიჭრა" - გაისმა ახლა აქეთ-იქიდან შეფასებები და თავის გამოჩენის მცდელობები... თავმოჭრილები რომ შევედით პროვოკაციაში, ის უნდა გავიხსენოთ ხოლმე, როდესაც საუბარი იქნება მსგავსი, გაუგებარი რიტორიკის. მე მგონია, რომ დგება დრო, როდესაც ქმედითი მექანიზმი უნდა შეიქმნას, რომ ასეთ კრიტიკულ სიტუაციებში გვქონდეს საშუალება, მივაღწიოთ იმ მიზანს, რომელიც ჩვენ გვინდა. ახლა პრემიერი კონიუნქტურაზე მაღლა დგება და აკეთებს ძალიან დროულ, საქმიან განცხადებას არსებული რეალობიდან გამომდინარე. მე მგონია, რომ ეს ნაბიჯი შედეგის მიღებისკენ წაგვიყვანს, დანარჩენი ყველაფერი, აქედან მუშტების ქნევა, რაღაც ულტიმატუმების წაყენება ქაღალდზე, გამოჩენილი სიმკაცრე საერთოდაც ვერანაირ შედეგს ვერ გვაძლევს. რეზოლუციაც უნდა ამ სულისკვეთებით გაჟღენთილი.

 

ჩვენ მხრიდან აუცილებელია საქმიანი ნაბიჯები გადადგმა. ჩვენ ვერ მოვატყუებთ ჩვენ მოქალაქეებს და ვერ ვეტყვით, რომ მაისში ცხინვალში ვიქნებით, ახალ წელს სოხუმიდან მივულოცავთ, ამ სისულელეებს უნდა შევეშვათ. მწარე რეალობას, რომელშიც ჩვენ ყველანი ვიმყოფებით, საღი აზრით უნდა შევხედოთ. უნდა შეიქმნას გარკვეული მექანიზმები, თუნდაც საერთაშორისო საზოგადოების დახმარებით, მაგრამ ასევე შეიძლება სწორედ პირდაპირი დიალოგი მსგავსი კრიტიკული სიტუაციების თავიდან ასაცილებლად, და არა იმისთვის, რომ ამით ეს ძირითადი პრობლემა გადაწყდება. ჩვენ არ უნდა გავამწვავოთ, უნდა შევეცადოთ, ის ცეცხლი, რომელიც 2008 წელს დაინთო, ის არ გადმოვიდეს, არ გაიშალოს. მეორე მხრივ, არაღიარების პოლიტიკა აუცილებლად უნდა გაგრძელდეს, ეს ჩვენს ხელთ არის და ჩვენ ამას ვახერხებთ, მაგრამ ამასთან უნდა ვეცადოთ, მათთან პირდაპირ დიალოგში შევიდეთ და ამით უფრო შესაძლებელია რაღაც გარკვეული საერთო ძაფების პოვნა, ვიდრე აქეთ მხარეს ჩაკეტილი იყო, იქნიო მუშტები და რაღაც გაურკვეველი მუქარებით ისაუბრო", - განაცხადა ალექსანდრე ქანთარიამ.


 

right_banner right_banner
არქივი
right_banner