logo_geo
eng_logo
ზურაბ აბაშიძე: საქართველო-რუსეთს შორის პირდაპირი დიალოგი ადრე თუ გვიან უნდა მოხდეს!
- +

20 მარტი. 2018. 01:43



პრემიერ-მინისტრის სპეციალურმა წარმომადგენელმა რუსეთთან ურთიერთობის საკითხებში ზურაბ აბაშიძემ  „tvპირველის" ეთერში რუსეთ- საქართველოს ურთიერთობასთან დაკავშირებით ისაუბრა.


„ეს უნდა იყოს კარგად მომზადებული, რომ რაღაც შედეგი გამოიღოს. თუნდაც მცირე ნაბიჯი გადაიდგას ოკუპირებულ ტერიტორიებთან და საქართველოს ტერიტორიულ პრობლემატიკასთან დაკავშირებით. გაუგებარი იქნება თუ მაღალ დონეზე მოხდა შეხვედრა და იქ ისევ ვაჭრობაზე და სატრანსპორტო საკითხებზე ისაუბრებენ, რაზეც ჩვენ [აბაშიძე-კარასინის ფორმატი] ვსაუბრობთ პრაღაში. შეიძლება გაიმართოს, მაგრამ მან რაღაც შედეგი უნდა გამოიღოს. არ გვაქვს იმის ილუზია, რომ ერთი შეხვედრით ყველაფერი მოგვარდება და დალაგდება და საერთო ენას გამოვნახავთ ურთულეს საკითხებზე, მაგრამ თუნდაც მცირე ნაბიჯი მაინც უნდა გადაიდგას. ასეთია ჩვენი ხედვა", - განაცხადა ზურაბ აბაშიძემ.


 

right_banner right_banner
არქივი
right_banner