logo_geo
eng_logo
ირაკლი კობახიძე: NDI-ს და IRI-ს კვლევები პოლიტიკურად არის მოტივირებული!
- +

28 აპრილი. 2016. 12:08


„ამ კომპანიების მიერ ჩატარებული კვლევა პოლიტიკურად არის მოტივირებული", - ამბობს „ქართული ოცნების" აღმასრულებელი მდივანი ირაკლი კობახიძე გაზეთ „საქართველოს რესპუბლიკასთან" საუბრისას. კობახიძე ასევე ხაზს უსვამს წარსულში NDI-ს და IRI-ს კავშირს „ნაციონალურ მოძრაობასთან".



„ჩვენ რეგულარულად ვაწარმოებთ შიდა კვლევებს, რომელიც რადიკალურად განსხვავდება იმ შედეგებისგან, რომელსაც NDI-ის და IRI-ის კონტრაქტორი კომპანიები დებენ. ჩვენი კვლევები აჩვენებს, რომ არსებითი განსხვავებაა
ჩვენს პოზიციებსა და მეორე ადგილზე მყოფი პარტიის პოზიციებს შორის. აქედან გამომდინარე, ბუნებრივია, ამ კომპანიების მიერ დადებულ შედეგებს ვერ შევხედავთ ნდობის თვალით. ეს შედეგები სერიოზულ კითხვის ნიშნებს და ეჭვებს აჩენს. ასევე ჩნდება ეჭვი, რომ ამ კომპანიების მიერ ჩატარებული კვლევა პოლიტიკურად არის მოტივირებული. მოგეხსენებათ, რომ ორივე კომპანიას წარსულში გამოკვეთილი კავშირები ჰქონდა „ნაციონალურ მოძრაობასთან", რაც თავისთავად აჩენს კითხვის ნიშნებს და იძლევა ეჭვის საფუძველს",
- ამბობს ირაკლი კობახიძე.



აქვე ირაკლი კობახიძე დასძენს, რომ გაყალბებული შედეგები პოლიტიკურ პროცესებზე მნიშვნელოვან გავლენას ვერ მოახდენს.

 

„მნიშვნელოვანია იმის აღნიშვნაც, რომ შედეგები ყოველთვის ერთი პოლიტიკური ძალის სასარგებლოდ არის ხოლმე აცდენილი. მთავარი ისაა, რომ გაყალბებული შედეგები პოლიტიკურ პროცესებზე მნიშვნელოვან გავლენას ვერ მოახდენს. საბოლოო ჯამში, ჩვენი ამომრჩეველი პოლიტიკური პროცესების მიმართ თავის შეხედულებას არჩევნებზე გამოხატავს. ბოლო პერიოდში ჩვენ გვქონდა ერთგვარი სატესტო არჩევნები, რომელიც იძლევა ამომრჩევლის განწყობის განზოგადების საშუალებას. ბოლოს ასეთი არჩევნები ჩატარდა გარდაბანში, სადაც ერთმნიშვნელოვნად დადასტურდა, რომ ჩვენი და „ნაციონალური მოძრაობის" პოზიციებს შორის რადიკალური სხვაობაა", - ამბობს კობახიძე.


 

წყარო : wyaro
right_banner right_banner
არქივი
right_banner
×