logo_geo
eng_logo
თამარ ბაბილუა: შევიტყვე, რომ მესამე სტადიის სიმსივნე მქონდა და მიზნის განხორციელებაში ხელი შემეშალა
- +

28 აპრილი. 2016. 12:39


თამარ ბაბილუა მეოთხე წელია, მუსიკალურ შოუებში ბექვოკალის ხელმძღვანელია და თავადაც მღერის. ერთი თვის წინ, ეროვნული ბიბლიოთეკის დარბაზში მუსიკოსმა თამარ ბაბილუამ ეროვნული რეკორდი დაამყარა: 25 საათის განმავლობაში უწყვეტლივ უკრავდა ფორტეპიანოზე, 1700-ზე მეტი ნაწარმოები შეასრულა და თან, გამეორების გარეშე. სწორედ მასთან  ინტერვიუს აქვეყნებს ჟურნალი გზა", საიდანაც ამონარიდებს გთავაზობთ.

„როცა გადავწყვიტე რეკორდის დამყარება, იმ დროისთვის არსებობდა ყველაზე ხანგრძლივი შემსრულებლის 22-საათიანი და 10-წუთიანი რეკორდი. მაშინ გადავწყვიტე, რომ 25 საათი დამეკრა და ამით გამეუმჯობესებინა ეს მაჩვენებელი. 


2015 წლის 11 ოქტომბერს ინდოელმა მრატ ჯაი შარმამ ფორტეპიანოზე ხანგრძლივად დაკვრის რეკორდი მოხსნა. მან 127 საათი და 8 წუთი გაატარა ინსტრუმენტთან ანუ დაახლოებით 5 დღეზე მეტი.


სამწუხაროდ, ამავე წლის 1 აპრილს შევიტყვე, რომ მესამე სტადიის სიმსივნე მქონდა და მიზნის განხორციელებაში ხელი შემეშალა.  იმ პერიოდში უკვე ქიმიოთერაპიის კურსს გავდიოდი და ძალიან გავბრაზდი, ეს მე რომ ვერ შევძელი. არადა, უკვე მზად ვიყავი იმისათვის, რომ 6 დღე დამეკრა. რა თქმა უნდა, ეს დიდ ენერგიას, ძალას და ჯანმრთელობას მოითხოვს. ექიმმა მითხრა, რომ ორი დღის შემდეგ, უძილობისგან ჰალუცინაციები იწყება, 6 დღის შემდეგ კი საერთოდ შეიძლებოდა, კომაში ჩავვარდნილიყავი და ამიტომ, ჩანაფიქრს ვერ განვახორციელებდი. 


თავდაპირველად ჩემი დაინტერესება ის იყო, რომ მსოფლიო გინესის რეკორდის მოხსნის შემთხვევაში, კომპენსაციის სახით 50 ათას ევროს გადმომცემდნენ, თორემ ისედაც ვიცი, რომ მაგრად ვუკრავ. ამ თანხით თბილისში ბინის ყიდვას ვაპირებდი. მაგრამ სამწუხაროდ, საქართველოში გინესის ორგანიზაციას თავისი ოფისიც არ აქვს და სხვა რამეზე საუბარი არც ღირს. მთავარია, ჩემს თავს დავუმტკიცე, რომ შემიძლია და თან, დიდი ხნის ოცნება ავისრულე", - აღნიშნა თამარ ბაბილუამ.

 

წყარო : wyaro
right_banner right_banner
არქივი
right_banner
×