logo_geo
eng_logo
ირაკლი კობახიძე: „ქართული ოცნება“ დამაჯერებელ გამარჯვებას მოიპოვებს!
- +

28 აპრილი. 2016. 13:03


„ქართული ოცნების" აღმასრულებელი მდივანი ირაკლი კობახიძე გაზეთ „საქართველოს რესპუბლიკასთან" ინტერვიუში ამბობს, რომ „ქართული ოცნება" დამაჯერებელ გამარჯვებას მოიპოვებს საპარლამენტო არჩევნებში. აქვე კობახიძე გამორიცხავს არჩევნების ლეგიტიმურობის ეჭვქვეშ დაყენებას.



NDI-ს წარმომადგენლებმა აღნიშნეს, რომ მათი კვლევის მიზანი არ არის არჩევნების შედეგების გამოცნობა, ანუ ისინი თავად მიანიშნებენ იმაზე, რომ ეს შედეგები ვერანაირად ვერ გახდება არჩევნების შედეგების შეფასების საფუძველი, რაც ძალიან მნიშვნელოვანია. ჩვენი კვლევები ადასტურებს, რომ პარტია „ქართული ოცნება" დამაჯერებელ გამარჯვებას მოიპოვებს ოქტომბრის საპარლამენტო არჩევნებში. ეს არჩევნები ასახავს მოსახლეობის რეალურ განწყობას, რომელიც ობიექტური კვლევების წარმოებისას ფიქსირდება. არავის მიეცემა იმის საბაბი, რომ რაიმე ფორმით კითხვის ნიშნის ქვეშ დააყენოს არჩევნების ლეგიტიმაციის საკითხი. ჩვენ პასუხისმგებლობას ვიღებთ ამ არჩევნებზე", - ამბობს ირაკლი კობახიძე.


 

წყარო : wyaro
right_banner right_banner
არქივი
right_banner
×