logo_geo
eng_logo
ირაკლი კობახიძე: „ნაციონალური მოძრაობა“ დამარცხებისთვის არის განწირული!
- +

28 აპრილი. 2016. 16:28


„ნაციონალური მოძრაობა" დამარცხებისთვის არის განწირული", - აცხადებს „ქართული ოცნების" აღმასრულებელი მდივანი ირაკლი კობახიძე გაზეთ „საქართველოს რესპუბლიკასთან" საუბრისას. კობახიძის თქმით, კვლევის შედეგების გაყალბებას პოლიტიკური მიზნები აქვს.


„ბუნებრივია, რომ კვლევის შედეგების გაყალბებას კონკრეტული პოლიტიკური მიზანი აქვს და ეს მიზანი აშკარად იკვეთება. პირველ რიგში, კვლევის შედეგები „ნაციონალურ მოძრაობას" შიდაპარტიული მოხმარებისთვის სჭირდება. მოგეხსენებათ, გარდაბნის არჩევნები იყო სერიოზული ტესტი, რომელიც ამ პარტიამ ვერ ჩააბარა და „ნაციონალური მოძრაობის" აქტივისტებს გაუჩნდათ ობიექტური განცდა, რომ ოქტომბრის საპარლამენტო არჩევნებში მათი პარტია დამარცხებისთვის არის განწირული", - ამბობს ირაკლი კობახიძე.


კობახიძე საუბრობს იმ მიზეზებზე, რისთვისაც „ნაციონალურ მოძრაობას" სჭირდება გაყალბებული კვლევის შედეგები და აქვე დასძენს, რომ საპარლამენტო არჩევნებში „ქართული ოცნება" დამაჯერებელ გამარჯვებას მოიპოვებს.


„ნაციონალურ მოძრაობას" სჭირდება თავის აქტივისტებში მოტივაციის რაიმე ფორმით ამაღლება და გაყალბებული კვლევის შედეგებიც. გარდა ამისა, კვლევების გაყალბება ნაციონალებს საგარეო მოხმარებისთვისაც სჭირდებათ. ავრცელებენ ინფორმაციას უცხოელ პარტნიორებს შორის, რომ ისინი იმაგრებენ პოზიციებს და ოქტომბრის არჩევნებში მათი წარმატება რეალურია. თუმცა, შედეგის მომტანი ვერც ეს მცდელობა იქნება. საბოლოოდ, შედეგი იქნება ის, რომ ოქტომბერში ჩატარდება სამართლიანი არჩევნები. ამ სამართლიან არჩევნებში ამომრჩეველი გამოხატავს თავის ნებას და მოსახლეობის მხარდაჭერის საფუძველზე, დამაჯერებელ გამარჯვებას მოიპოვებს „ქართული ოცნება". „ნაციონალური მოძრაობა" კი მიიღებს იმ შედეგს, რომელსაც რეალურად იმსახურებს", - ამბობს კობახიძე.


 

წყარო : wyaro
right_banner right_banner
არქივი
right_banner
×