logo_geo
eng_logo
გიორგი ვოლსკი: დარწმუნებული ვარ, ისევ „ქართული ოცნება“ დააკომპლექტებს მთავრობას!
- +

28 აპრილი. 2016. 17:28


„დარწმუნებული ვარ, სამომავლოდ ისევ „ქართული ოცნება" დააკომპლექტებს მთავრობას", - აცხადებს საპარლამენტო ფრაქცია „ქართული ოცნების" თავმჯდომარე გიორგი ვოლსკი ჟურნალ „სარკესთან" ინტერვიუში. ვოლსკი ასევე საუბრობს იმ კურსზე, რომელიც მთავრობას აქვს აღებული და მას სწორს გზას უწოდებს.


 

„დარწმუნებული ვარ, სამომავლოდ ისევ „ქართული ოცნება" დააკომპლექტებს მთავრობას და ბევრი პროცესი უფრო სწრაფად წავა. სამართლიანობის განცდა საზოგადოებაში ნაკლებად არის, მაგრამ ჩვენი წინამორბედების მიერ ყველაფერი ისეა გაკეთებული, რომ სამართლებრივად ნაკლებად მიუდგები ამ საკითხებს. უფრო ეფექტური აღმოჩნდა ის გზა, რაზეც დღეს სააკაშვილი ლაპარაკობს უკრაინაში - გზა იყო გასაკეთებელი, დაიჭირა გზის მინისტრი - ფული წაართვა და გამოუშვა. ასეთივე ბედი ეწია რკინიგზის ხელმძღვანელსაც და ა.შ. ასეთი ქმედებები გაცილებით პოპულარულს გახდიდა ჩვენს ხელისუფლებას, მაგრამ ასეთი რაღაცეები ერთხელ და სამუდამოდ უნდა დამთავრდეს და სამართლებრივად უნდა გასწორდეს ყველაფერი. რთულია, გრძელი გზაა, მაგრამ სწორია", - ამბობს გიორგი ვოლსკი.


 

წყარო: „სარკე“

right_banner right_banner
არქივი
right_banner
×