logo_geo
eng_logo
რამაზ საყვარელიძე: მზადდება რევოლუციური სცენარი!
- +

28 აპრილი. 2016. 18:08


პოლიტოლოგი რამაზ საყვარელიძემ for.ge-სთან ინტერვიუში განაცხადა, რომ თუ არჩევნებზეც დაფიქსირდება თანაბრობა, „ნაციონალები" აუცილებლად იტყვიან, რომ არჩევნები გაყალბდა. არადა, თვითონაც იციან, რომ არჩევნების გაყალბების გარეშეც წაგებული აქვთ.



„NDI-ის და IRI-ის კვლევაში ერთი საინტერესო დეტალია, თითქმის თანაბარი პროცენტებია სახელისუფლებო პარტიასა და „ნაციონალებს" შორის. ეს თანაბრობა მაფიქრებინეს, რომ ქვეყანაში რევოლუციური სცენარი მზადდება, მაგრამ რამდენად შეძლებენ, ეს მოსახლობაზეა დამოკიდებული. დიახ, მოსახლეობამ უნდა გააცნობიეროს, რომ მზადდება რევოლუციური სცენარი და დაუპირისპირდეს ამას. რევოლუციურ სცენარს შეიძლება დაუპირისპირდე დიდი სხვაობით პროცენტებში, რომ „ნაციონალების" ლაპარაკს აზრი არ ჰქონდეს.

გავიხსენოთ „ვარდების რევოლუცია", პირველი და მეორე ადგილი იყო სადავო, რის საფუძველზეც გამოაცხადეს არჩევნები გაყალბებულად და ამის საფუძველზე მოხდა გადატრიალება. თუ არჩევნებზეც დაფიქსირდება თანაბრობა, აუცილებლად იტყვიან, რომ არჩევნები გაყალბდა და აგერ სოციოლოგიაც აქვთ იმის დასტურად, რომ თანაბარი უნდა იყოს შედეგები. არადა, თვითონაც იციან, რომ არჩევნების გაყალბების გარეშეც წაგებული აქვთ.

„ნაციონალური მოძრაობა" მაქსიმუმ მიიღებს იმ 20%, რასაც ყველა გამოკვლევებში იღებს. მეტი ხმები მას აღარ დაემატება, ანუ იმ 61%-დან ნაციონალები ხმებს ვერ მიიღებენ. „ქართულ ოცნებას" აქვს შანსი, რომ ამ 61%-დან დაიმატოს ხმები. შესაბამისად, თუკი „ქართული ოცნების" რეიტინგი მაღლა აიწევს, ამ სოციოლოგიიდან გამომდინარე, „ნაციონალები" აუცილებლად დაიწყებენ ყვირილს, რომ არჩევნები გაყალბდა", - განაცხადა რამაზ საყვარელიძემ.


 

წყარო : wyaro
right_banner right_banner
არქივი
right_banner
×