logo_geo
eng_logo
სულხან მოლაშვილი: „ნაციონალური მოძრაობა“ პოლიტიკურად „ფარჩაკდება“!
- +

28 აპრილი. 2016. 22:37


კონტროლის პალატის ყოფილი უფროსი, პოლიტპატიმარი სულხან მოლაშვილი გადაცემაში „2030" მიხეილ სააკაშვილის საქართველოში დაბრუნების შესახებ საუბრობს.


მოლაშვილის თქმით, ევროპარლამენტში ბევრი პოლიტიკოსი „ნაციონალური მოძრაობისა" და მიხეილ სააკაშვილის განცხადებებს არასერიოზულად აღიქვამს, ხოლო მას შემდეგ, რაც „ქართული ოცნება" ხელისუფლებაში მოვიდა, „ნაციონალურ მოძრაობას" სიცოცხლის შესანარჩუნებლად „მღვრიე წყალში თევზის დაჭერაღა" დარჩა, რაც გადატრიალების გზით კვლავ ხელსუფლებაში დაბრუნებას გულისხმობს.


„ჩვენ ყველამ ვიცით თუ რას წარმოადგენს სააკაშვილი და „ნაც- მოძრაობა". ეს არის კრიმინალური მენტალობის პარტია, არ ვგულისხმობ ყველა წევრს რა თქმა უნდა, მაგრამ ელიტა პარტიისა, ეს არის კრიმინალური მენტალობის თავშეყრის ადგილი, რომელმაც ამ წლების ანძილზე არნახული საშინელება დაატრიალა ქვეყანაში. ქართულ ისტორიას საშინელი კვალი დაამჩნია.

 

ის, რასაც პარტია ამ ბოლო წლებში აკეთებს, ეს მათი სავიზიტო ბარათია. თითოეული მათი განცხადებებიდან სიმძაფრე აშკარად შეიგრძნობა.

ჩემი მცირეოდენ, მოკრძალებული ინფორმაცია ეყრდნობა იმას, თუ ვის ვხვდებოდი საზღვარგარეთ, რამდენიმე სერიოზულ პოლტიკოსს და ევროპარლამენტის წევრს. მათი მონაცემების გათვალისწინებთ შემიძლია ვთქვა ის, რასაც მოგახსენებთ.

 

ყველა ევრიპელი იაცენიუკ- ვოლსკივით არ უყურებს მოვლენებს. მეტი ნაწილი ირონიულად აფასებს სააკაშვილის ტაკიმასხარობას, მაგრამ იმავდროულად აფიქრებს საზოგადოებას ის, თუ როგორი კავშირები აქვთ მათ იარაღის ბიზნესთან, ნარკოტკებით მოვაჭრეებთან, ან თუნდაც კრიმინალებთან.

 

დღეს, „ქართული ოცნების" აშკარა დომინირების ფონზე უფრო და უფრო ნადგურდება ყოველი არგუმენტი „ნაციონალური მოძრაობისა." ისინი, ასე ვთქვათ „ფარჩაკდებიან" პოლიტიკურად, არარაობებად იქცევიან. მათ რჩებათ ერთადერთი გამოსავალი, ეს არის ამღვრეულ წყალში თევზის დაჭერა."- განაცხადა მოლაშვილმა.  


 

right_banner right_banner
არქივი
right_banner
×