logo_geo
eng_logo
ლევან ვეფხვაძე: შემოწმებისას დადგენილი ხარვეზები სამთო დარტყმებთან პირდაპირ კავშირში არ არის...
- +

6 აპრილი. 2018. 01:53

 

„ჩვენს კომპანიას უსაფრთხოება ძალიან მაღალ დონეზე აქვს დაყენებული და შემოწმების შედეგად დადგენილი ხარვეზები სამთო დარტყმებთან პირდაპირ კავშირში არ არის“, – ამის შესახებ „საქართველოს ინდუსტრიული ჯგუფის“ გენერალური დირექტორის მრჩეველმა სტრატეგიულ საკითხებში, ლევან ვეფხვაძემ გადაცემაში „აქტუალური თემა მაკა ცინცაძესთან ერთად“ განაცხადა. ვეფხვაძემ განაცხადა, რომ ღრმა შახტებში სამთო წნევები მაღალია და სამთო დარტყმების განვითარების რისკები არ არის. მისივე თქმით, სადაც მომეტებული რისკებია, იმ უბნების გამოკვეთა, მონიტორინგი, შესწავლა და იმ მეთოდით დამუშავება ხდება, რომელიც ერთ–ერთი საუკეთესოა.

 

„ეს ყველაფერი რისკების შესამცირებლად ხდება. ჯერჯერობით, მსოფლიოში რაიმე ტიპის უნივერსალური მეთოდი არ არსებობს, რათა კონკრეტულ უბანზე სამთო დარტმის 100%–იანი პროგნოზირება მოხდეს“, – განაცხადა ვეფხვაძემ.

 

 

 

right_banner right_banner
არქივი
right_banner