logo_geo
eng_logo
ირაკლი ლექვინაძე: სასტარტო კაპიტალით სარგებლობის პირველადი შედეგების დანახვა ერთი წლის თავზე იქნება შესაძლებელი
- +

13 აპრილი. 2018. 10:29

 

„ბანკებს თავიანთი მიმართულება აქვთ და ეკონომიკის გარკვეულ სეგმენტზე მუშაობენ. თუმცა, არის გარკვეული ბიზნეს სუბიექტები, სადაც თანამონაწილეობის საჭიროება რეალურად დგას“, – ამის შესახებ პირველი ბიზნესომბუდსმენმა, ირაკლი ლექვინაძემ  გადაცემაში „აქტუალური თემა მაკა ცინცაძესთან ერთად“ სტუმრობისას განაცხადა.

 

„გადაწყვეტილება, რომელიც გულისხმობს სახელმწიფო რესურსის გამოყენებას იმ უზრუნველყოფის სახით, რომელიც შესაძლოა, ბანკებისთვის სასესხო რესურსის გაცემისას დამატებითი გარანტიები იყოს, ვფიქრობ, ფინანსურ რესურსებზე ხელმისაწვდომობის პრობლემას ძირითად ნაწილში მოხსნის. საუბარია წლიურად, დაახლოებით, 200 მილიონ ლარზე.

 

ვფიქრობ, მთლიანობაში საკმაოდ კარგ შედეგს მივიღებთ, რადგან ამ გადაწყვეტილებით შესაძლებლობა იქმნება, ძალიან ბევრი პროექტი განხორციელდეს, რომლებიც აქამდე იმის გამო იყო გაჩერებული, რომ შესაძლოა, ბანკები მათ მაღალრისკიანად თვლიდნენ.

 

ჩემთვის, როგორც ბიზნესომბუდსმენისთვის, მნიშვნელოვანია ის, რომ ბიზნესისთვის დამატებითი შესაძლებლობები იქმნება. საფინანსო სექტორი ამ პროცესში აქტიურადაა ჩართული და მთლიანობაში, ურთიერთშემავსებლის პრინციპით, შესაძლოა, ამან საკმაოდ პოზიტიური და კარგი შედეგი მოგვცეს“, – განაცხადა ირაკლი ლექვინაძემ.

 

 

 

 

 

right_banner right_banner
არქივი
right_banner
×