logo_geo
eng_logo
არჩილ ტატუნაშვილის დედა: მარჯვენა ხელის მტევანი მოტეხილი ჰქონდა, თითები დამწვარი და „დაჩეჩქვილი“...
- +

13 აპრილი. 2018. 23:58

 

„რა თქმა უნდა, ნაწამები იყო, რაც გარეგნულადაც ეტყობოდა. შუბლზე ნატყვიარი ეტყობოდა, ტყვიის წრე ჰქონდა შუბლზე, ცხვირი თავისი აღარ იყო. ხელებზეც ეტყობოდა ჩემს შვილს. მარჯვენა ხელის მტევანი მოტეხილი ჰქონდა, თითები დამწვარი და „დაჩეჩქვილი“ ჰქონდა. ხელის მტევნები სულ გაშავებული ჰქონდა. გარეგნულად ერთი შეხედვით, ეს ყველაფერი ჩანდა“, - ამის შესახებ არჩილ ტატუნაშვილის დედამ რუსუდან ტატუნაშვილმა ტელეკომპანია „იბერიის“ ეთერში განაცხადა. მისი თქმით, შვილის წამება ცხინვალის იზოლატორში მოხდა და აიძულებდნენ ეთქვა, რომ ქართველების მხრიდან იყო შეგზავნილი.

 

„აიძულებდნენ, რომ ეთქვა ვითომ ტერორისტი იყო და რომ შეგზავნილი იყო ქართველების მხრიდან, რაშიც ჩართული იყო ვითომ ამერიკის შეერთებული შტატებიც. ეს რომ არ თქვა ჩემმა შვილმა, იძულებულები გახდნენ ეწამებინათ, იქნებ წამებით მაინც ვათქმევინოთო, მაგრამ ჩემმა შვილმა ეს წამებაც აიტანა" ,- განაცხადა რუსუდან ტატუნაშვილმა.

 

 

 

 

right_banner right_banner
არქივი
right_banner