logo_geo
eng_logo
ლალი მოროშკინა: ვის ემსახურება რეალურად ამერიკის ელჩი საქართველოში?!
- +

23 თებერვალი. 2016. 10:48


არასამთავრობო ორგანიზაცია „ძლიერი ქალი - ძლიერი სახელმწიფოსთვის" თავმჯდომარე ლალი მოროშკინა „ასავალ-დასავალს" ესაუბრა წერილზე, რომლითაც ამერიკის ელჩს მიმართა. მისი თქმით, ამერიკის ელჩის პასუხი ნათელს გახდის, სინამდვილეში ვის ემსახურება საქართველოში - სააკაშვილს თუ საქართველოსა და ქართველ ხალხს.



„ამერიკის ელჩისგან კონკრეტულ პასუხს ველოდები რამდენიმე შეკითხვაზე: მიაჩნია თუ არა, რომ 2007 წლის 7 ნოემბერს რუსთაველის გამზირზე და ტელეკომპანია „იმედში" ადგილი ჰქონდა ძალის გადამეტებას? მიაჩნია თუ არა, რომ 2011 წლის 26 მაისს ხელისუფლებამ მშვიდობიანი მომიტინგეების სისხლი დაღვარა? მიაჩნია თუ არა, რომ საქართველო სააკაშვილის დროს პოლიტპატიმრები ჰყავდა? მიაჩნია თუ არა, რომ სააკაშვილის საპყრობილეებში ადგილი ჰქონდა ადამიანების წამებასა და არაადამიანურ მოპყრობას? მიაჩნია თუ არა, რომ არაერთ ადამიანს უდანაშაულოდ დასდეს ბრალი ქვეყნის ღალატში? და ბოლოს, მიაჩნია თუ არა, რომ ადამიანი, რომელიც ძებნილი სისხლის სამართლის დამნაშავეა, ასე თავისუფლად არ უნდა დათარეშობდეს ქვეყნიდან ქვეყანაში?

 

ბატონმა ელჩმა უნდა გაითვალისწინოს, რომ ამ შეკითხვებზე პასუხი არა მხოლოდ ერთ ადამიანს, არამედ მთელ საქართველოს აინტერესებს.

 

„ნაცმოძრაობა" და სააკაშვილი კულუარულად მუდმივად აპელირებენ, რომ ამერიკის ელჩი მათი ნათლიმამაა და ყველა ჩადენილი დანაშაული სწორედ მისგან აქვთ „გაპრავებული". ბატონი იან კელის პასუხი ჩვენს შეკითხვაზე იქნება პასუხი იმ უმნიშვნელოვანეს კითხვაზე, რომელიც ქართველ ხალხს უკვე წლებია აწუხებს -  ვის ემსახურება რეალურად ამერიკის ელჩი საქართველოში - სააკაშვილს თუ საქართველოსა და ქართველი ხალხის ინტერესებს", - განაცხადა მოროშკინამ.


 

წყარო : wyaro
right_banner right_banner
არქივი
right_banner
×