logo_geo
eng_logo
სალომე ზურაბიშვილი: პრეზიდენტმა პარლამენტს ულტიმატუმი წაუყენა და წესების შეცვლა მოითხოვა!
- +

3 მაისი. 2018. 01:06

 

„პრეზიდენტს პროტესტი არ გამოუხატავს, მან პარლამენტს ულტიმატუმი წაუყენა და წესების შეცვლა მოითხოვა“, – ამის შესახებ დამოუკიდებელმა დეპუტატმა, სალომე ზურაბიშვილმა გადაცემაში „აქტუალური თემა მაკა ცინცაძესთან ერთად“ განაცხადა.

 

„გაუგებარია, უცებ რატომ მოითხოვა შეცვლილიყო წესები, რომელიც ოთხი წელია არ შეცვლილა. პოლიტიკური დებატები არავითარ შემთხვევაში არ არის დებატი პრეზიდენტსა პარლამენტის წევრებს შორის და გაუგებარია, რატომ უნდა ისურვოს პრეზიდენტმა პოლემიკაში შესვლა პარლამენტის წევრებთან, რომლებიც მის დონეზე არ არიან“, – განაცხადა ზურაბიშვილმა.

 

 

 

 

 

right_banner right_banner
არქივი
right_banner