logo_geo
eng_logo
დავით მაღრაძე: ბიძინა ივანიშვილი ერთ-ერთი ყველაზე გამჭრიახი ადამიანია, ვისაც შევხვედრივარ
- +

3 მაისი. 2018. 17:37

 

 

„რადგან ბიძინა ივანიშვილმა საჭიროდ ჩათვალა, რომ თავისივე დაფუძნებული პარტიის თავმჯდომარედ დაბრუნებულიყო, ალბათ არის პროცესი, რომელიც მისგან უფრო მეტ ყურადღებასა და ძალისხმევას მოითხოვს. ეს დაკავშირებულია პარტიაში შიდა ბზარების გაჩენასთან, გაუგებრობების გაძლიერებასთან“, - ასე აფასებს პოეტი დავით მაღრაძე ყოფილი პრემიერ-მინისტრ ბიძინა ივანიშვილის პოლიტიკაში დაბრუნებას „ეურუსთან“ ინტერვიუში.

 

„ალბათ, ივანიშვილმა შემკვრელის როლი უნდა ითამაშოს, რასაც კარგად გაართმევს თავს, რადგან ამის უნარი უკვე გამოავლინა.

 

„ქართული ოცნება“ დასახულ ამოცანას ავად თუ კარგად თავს ართმევს. საქართველოში უკულტურო ნაწილი კულტურულ ნაწილს ებრძვის, მათ შორის პოლიტიკურ სპექტრშიც. ეს დამოუკიდებლობის მოპოვების შემდეგ უკეთ გამოჩნდა. პოლიტიკური პარტიის მთავარი მისიაა შეაკავოს ის აგრესია, რომელიც უკულტურო ნაწილისგან მოდის, რასაც „ქართული ოცნება“ აკეთებს. ხელისუფლებამ, ასევე, საზოგადოება იმ ქარტეხილში არ უნდა შეიყვანოს, რომლიდან გამოსვლაც გაუჭირდება და ამის მაგალითები წარსულ რეჟიმებში გვაქვს.

 

ამ ხალხს პირადად მე ახლოს არ ვიცნობ, თუმცა გამიგონია, რომ არსებობენ წინა ხელისუფლებასთან დაკავშირებული ადამიანები, რომლებიც „ქართულ ოცნებაში“ მოხვდნენ. თუ პოლიტიკოსს აქვს კვალიფიკაცია, (წინა, სხვა) ხელისუფლების მსხვერპლია და არა - დანაშაულის ჩამდენი, შესაძლებელია მასთან თანამშრომლობა.

 

ბიძინა ივანიშვილს პირადად ვიცნობ და ვფიქრობ, რომ ის ერთ-ერთი ყველაზე გამჭრიახი ადამიანია, ვისაც ცხოვრების გზაზე შევხვედრივარ. მას აქვს ალღო, საჭირო უნარები და საქმის ნიჭი. გარდა ნიჭიერებისა, ძალიან კარგი დაკვირვების უნარი აქვს", - ამბობს დავით მაღრაძე.

 

წყარო: eurus.ge

 

 

right_banner right_banner
არქივი
right_banner