logo_geo
eng_logo
გუგული მაღრაძე: დიახ, იყიდება 10 ლარად 4 ბოთლი ზეთი!
- +

7 მაისი. 2018. 18:21

 

საპარლამენტო უმრავლესობის წევრმა გუგული მაღრაძემ გაზეთ „კვირის პალიტრასთან“ ინტერვიუში თავის ცნობილ ფრაზასთან დაკავშირებით ისაუბრა, რომლის მიხედვითაც, „ადამიანისთვის, რომელსაც ლიმიტირებული შემოსავალი აქვს, 10 ლარი ნიშნავს იმას, რომ დამატებით 4 ბოთლი ზეთის ყიდვის შესაძლებლობა ექნება“.

 

„იმ დღეს, ვიღაცამ „კარფურის“ ზეთის სექციის ფოტო დადო, ზეთის ერთ მარკას 2 ლარი და 40 თეთრი ეწერა.

 

მახსოვს, ჩართვა მქონდა ერთ-ერთ გადაცემაში, პენსიის 10 თუ 20 ლარით მომატებაზე იყო საუბარი. დარბაზში ვიღაც ქალმა თქვა, ვინ არის თქვენი მათხოვარი, 10 და 20 ლარს ყოველთვე მე გადაგიხდითო. შეურაცხყოფილად ვიგრძენი თავი და ვუპასუხე: ქალბატონო, შეიძლება თქვენთვის 10 და 20 ლარი არაფერია, მაგრამ ადამიანისთვის, რომელსაც ლიმიტირებული შემოსავალი აქვს, 10 ლარი ნიშნავს იმას, რომ დამატებით 4 ბოთლი ზეთის ყიდვის შესაძლებლობა ექნება-მეთქი. ამაზე ატყდა ამბავი, სად ნახა გუგული მაღრაძემ 10 ლარად 4 ბოთლი ზეთიო. რამდენჯერაც ჟურნალისტი პოლემიკაში ვერ მჯობნის, მაშინვე ამ ფრაზას ეცემა. დიახ, იყიდება 10 ლარად 4 ბოთლი ზეთი“, - განაცხადა გუგული მაღრაძემ.

 

 

წყარო : wyaro
right_banner right_banner
არქივი
right_banner