logo_geo
eng_logo
დიმიტრი ცქიტიშვილი: ქვეყანაში ნარკოპოლიტიკა მნიშვნელოვნად უნდა შეიცვალოს!
- +

8 მაისი. 2018. 04:09

 

 

„თანამედროვე ტექნოლოგიები მათ შორის, ნარკორეალიზატორებს გასაღების ფართო შესაძლებლობებს უქმნის და ნარკოტიკი ნებისმიერ ქვეყანაში ხელმისაწვდომი ხდება, მაგრამ მთავარია, სახელმწიფო ინტენსიურად ებრძოდეს მოწოდებას, რათა ის მაქსიმალურად შემცირდეს და მუდმივად იბრძოდეს იმისთვის, რომ მოხმარება შესუსტდეს“, – განაცხადა საპარლამენტო უმრავლესობის წევრმა, დიმიტრი ცქიტიშვილმა გადაცემაში „აქტუალური თემა მაკა ცინცაძესთან ერთად“. საპარლამენტო უმრავლესობის წევრმა ასევე აღნიშნა, რომ ქვეყანაში ნარკოპოლიტიკა მნიშვნელოვნად უნდა შეიცვალოს.

 

„ერთი მხრივ, ნარკორეალიზატორების მიმართ ზომები ძალიან უნდა გავამკაცროთ და მეორე მხრივ, სახელმწიფოს პოლიტიკა მომხმარებლებზე ზრუნვისკენ, ჯანსაღი ცხოვრების წესის დამკვიდრებისკენ უნდა იყოს მიმართული.

 

სახელმწიფოს მიმართ ბრალდება ისმის, რომ ის ჩქარა ვერ მოქმედებს, მაგრამ შესაძლოა, ძალიან ჩქარა მოქმედებამ უკუშედეგები მოგვცეს, რისი უფლებაც არ გვაქვს. მესმის ჩვენი ოპონენტებისაც, რომლებიც გვეუბნებიან, რომ უფრო აწონილ-დაწონილი გადაწყვეტილება უნდა მივიღოთ. რა თქმა უნდა, არ ვგულისხმობ იმ პოლიტიკას, რომელიც ყველა მიმართულებით ცალსახა გამკაცრებას გულისხმობს“, – განაცხადა დიმიტრი ცქიტიშვილმა.

 

 

right_banner right_banner
არქივი
right_banner
×