logo_geo
eng_logo
ეკა კვალიაშვილი: მოსკოვში, რომ ჩახვიდე და ჩაატარო კონცერტი, ეს იმას არ ნიშნავს, რომ პუტინს უმღერი!
- +

8 მაისი. 2018. 23:07

 

„გააჩნია გუშინდელი დღე ვისთვის იყო ზეიმი, ჩემთვის პირადად ეს ზეიმი არ იყო, მე ამ ინაუგურაციას არ დავესწრებოდი. დიანა არ არის საქართველოს წიაღიდან შექმნილი მომღერალი, ის არის რუსეთში წარმატებული მომღერალი“, - ამის შესახებ მომღერალმა ეკა კვალიაშვილმა ტელეკომპანია „იბერიის“ ეთერში განაცხადა.

 

„მე არ მიმაჩნია სწორად, ქართველი მომღერლების დატუქსვა, რომ რატო ჩავიდნენ მოსკოვში და რატომ ჩაატარეს კონცერტი. მოსკოვში, რომ ჩახვიდე და კონცერტი ჩაატარო ეს იმას არ ნიშნავს, რომ უმღერი პუტინს. მე 2009 წელს ვიყავი მოსკოვში ერთ-ერთ გადაცემაში მივიღე მონაწილეობა და სრულიად საზოგადოება ტიროდა, ქონდათ პროტესტი, რომ საქართველოს ასე არ შეიძლება მოექცეს რუსეთის მთავრობა“, - განაცხადა ეკა კვალიაშვილმა.

 

 

 

 

 

 

right_banner right_banner
არქივი
right_banner