logo_geo
eng_logo
ირმა ინაშვილი: მოდით, ჩავიდეთ პარიზში და იცეკვეთ ჟანა დარკის ძეგლზე, თუ არ ჩამოგიღებთ იქიდან პოლიცია!..
- +

16 მაისი. 2018. 16:14

 

„მოდით რა, ჩავიდეთ პარიზში და იცეკვეთ ჟანა დარკის ძეგლზე, თუ არ ჩამოგიღებთ იქიდან პოლიცია...“ - ამის შესახებ პარლამენტის ვიცე-სპიკერმა ირმა ინაშვილმა „TV პირველის“ ეთერში საუბრისას განაცხადა. აღნიშნული განცხადებით ირმა ინაშვილი ანა სუბელიანის მიერ 9 აპრილის მემორიალზე შესრულებულ ცეკვას გამოეხმაურა.

 

„არსებობს ფასეულობები, რაც ჩვენთვის ძვირფასია და თუ ჩვენ ვლაპარაკობთ თავისუფლებისკენ სწრაფვაზე, ღირებულებების დაცვაზე, საქართველოში ქართველ ხალხს, უმრავლესობას აქვს ღირებულება, რომ არ შეიძლება ეროვნული გმირების შეურაცხყოფა და დაკნინება...“ - განაცხადა ირმა ინაშვილმა.

 

 

right_banner right_banner
არქივი
right_banner
×