logo_geo
eng_logo
ლევან ლორთქიფანიძე: „რესპუბლიკელები“ ვერასოდეს მიაღწევენ იმხელა გავლენას, რასაც ბიძინა ივანიშვილის დახმარებით მიაღწიეს
- +

23 თებერვალი. 2016. 13:56


პოლიტიკურ მეცნიერებათა სპეციალისტი ლევან ლორთქიფანიძე „ალიასთან" „მრეწველებისა" და „რესპუბლიკელების" დაპირისპირებაზე საუბრობს და ამბობს, რომ ყველაფრის მიზეზი ურთიერთშანტაჟია:


„ამ ყველაფრის მთავარი მიზეზი არის ის, რომ მიმდინარეობს ურთიერთშანტაჟის პროცესი. „რესპუბლიკელები" მთელ კოალიციას, - გავალთ და თქვენ აღარ იქნებით პროდასავლური ძალა და თქვენი რეპუტაცია მიწასთან გასწორდებაო. დანარჩენები კი „რესპუბლიკელებს" აშანტაჟებენ, ჩვენს გარეშე სამპროცენტიანი პარტია ხართ, საარჩევნო ბარიერსაც ვერ გადალახავთ და ხელისუფლებას სიზმარშიც ვერ ნახავთო, არც სამი მინისტრი გეყოლებათ ხელისუფლებაში და არც პარლამენტის თავჯდომარე გეყოლებათო. პრინციპში, ორივე მხარე მართალია, „ქართული ოცნება" „რესპუბლიკელების" გარეშე მძიმე დღეში ჩავარდება და თავის მხრივ „რესპუბლიკელები" ვერასოდეს მიაღწევენ იმხელა გავლენას, რასაც მათ ბიძინა ივანიშვილის დახმარებით მიაღწიეს. არჩევნების მოახლოებამ ურთიერთშანტაჟი დაამძიმა, მაგრამ ეს ახლა არ დაწყებულა. შანტაჟი მას შემდეგ დაიწყო, რაც კოალიცია „თავისუფალმა დემოკრატებმა" დატოვეს. ახლა კი, არჩევნების მოახლოებასთან ერთად, თავგადაკლული ბრძოლა მიდის საარჩევნო სიაში ადგილების მოსაპოვებლად. „რესპუბლიკელებს" კი განსაკუთრებული მოთხოვნები აქვთ სიებთან დაკავშირებით. მათ სურთ, უფრო მძლავრად და სერიოზულად იყვნენ წარმოდგენილები", - ამბობს ლევან ლორთქიფანიძე.


 

წყარო : wyaro
right_banner right_banner
არქივი
right_banner
×